| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველოს რკინიგზა ბორჯომ-ბაკურიანის გზაზე მოძრავი შერეული ვაგონების მიზეზს განმარტავს.
კომპანიის ცნობით, დაბა ბაკურიანში, ტურისტების ნაკადის გაზრდასთან ერთად გაზრდილია მოთხოვნა ბორჯომ-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიან მატარებელზე და მიუხედავად იმისა, რომ „საქართველოს რკინიგზამ“ განაახლა 4 ვაგონი, ტურისტული სეზონის პიკის პირობებში საკმარისი არ არის სრული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, შესაბამისად, საქართველოს რკინიგზა ამ ეტაპზე აღნიშნულ მონაკვეთზე იყენებს შერეულ მოძრავ შემადგენლობებს ანუ ახლადგარემონტებულ ვაგონებთან ერთად ჩაბმულია სხვა ვაგონებიც.
“2017 წელს იგეგმება უფრო დიდი მოცულობის სამუშაოების ჩატარება, კერძოდ, განახლდება სამი ორვაგონიანი შემადგენლობა (სულ ექვსი ვაგონი). 2017 წლის ბოლოსთვის ბორჯომ-ბაკურიანის მონაკვეთზე იმოძრავებს მხოლოდ განახლებული ვაგონები, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობა ისარგებლებს მგზავრობის შეღავათიანი ტარიფით“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss