| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - "საზოგადოება და ბანკების" ცნობით, რეფინანსირების განაკვეთის 6,5%-დან 6.75%-მდე გაზრდა 20 396 მსესხებელს გაუძვირებს სესხს, რომელთა კრედიტების აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული.
ორგანიზაციის ცნობით, მთლიანად ცვლად განაკვეთზე მიბმული 806,4 მლნ ლარის სესხია გაცემული.
1 დეკემბრიდან 1 იანვრამდე გაცემული სესხების რაოდენობა გაიზარდა 748-ით, ხოლო მთლიანი პორტფელი - 741,2 მილიონიდან 806,4 მილიონ ლარამდე.
20396 ხელშეკრულებიდან 10363 სამომხმარებლო სესხია, მოცულობა კი 104,7 მილიონი ლარი. ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხის საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 1 იანვრისთვის 14.5% შეადგინა.
რაოდენობრივად მეორე ადგილზეა იპოთეკური ტიპის სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე 1 იანვრის მონაცემებით 4467 სესხია მიბმული, საშუალოდ 10,6%-ში. მთლიანი პორტფელი კი 191,1 მილიონი ლარია.
1786 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს სესხების გასაცემად. მთლიანი პორტფელი 471,19 მილიონი ლარია.
ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ 1 იანვრის მონაცემებით 23 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 640,97 ათასი ლარი ბანკებმა საშუალოდ 13,7%-ში გაასესხეს.
ასევე გაცემულია 3756 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 38,7 მილიონი ლარია.
„საზოგადოება და ბანკების“ აზრით, გაცვლითი კურსის გაუფასურებამ და აქციზის განაკვეთების ზრდამ გამოიწვია გარკვეულ საქონელსა და მომსახურებაზე ფასების ზრდა. ინფლაციური წნეხის შესამცირებლად ეროვნულმა ბანკმა გაზარდა რეფინანსირების განაკვეთი. რეფინანსირების განაკვეთის ზრდა გამოიწვევს ლარში საპროცენტო განაკვეთების ზრდას, მათ შორის გალარების აქციის ფარგლებში გათვალისწინებულ სესხებზე. 2017 წელს მოსალოდნელია საპროცენტო განაკვეთების დამატებით ზრდა, ხოლო ზრდის მასშტაბი დამოკიდებული იქნება ინფლაციის განაკვეთზე და გაცვლით კურსზე.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss