| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დაფინანსებით, საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით, ტრენინგების მასშტაბური ციკლი იწყება.
ტრენინგების პროგრამის მიზანია, საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში კონკურენტული ადამიანური რესურსის ხელშეწყობა, რომელსაც მაღალი პოტენციალი ექნება საერთაშორისო ბაზარზე.
ტრენინგებზე სპეციალისტები დაუეფლებიან ვებ და მობილური აპლიკაციების საფუძვლებს. ისინი საბაზისო ცოდნას მიიღებენ შემდეგი მიმართულებებით: IT პროექტის მენეჯმენტი; IT პროექტების მართვა; PYTHON პროგრამირება; IOS პროგრამირება. ტრენინგები ჩატარდება საქართველოს უნივერსიტეტში; შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში; თბილისისა და ზუგდიდის ტექნოპარკებში, ასევე რამდენიმე საჯარო სკოლაში.
ტრენინგებს ჩაატარებენ უკრაინული ტრენინგ ცენტრის Skill Up -ის ტრენერების მიერ, 2015- 2016 წლებში მომზადებული ტრენერები.
უფასო ტრენინგების ციკლი შემდგომში დაეხმარება IT კომპანიებს პროფესიონალი კადრების მოძიებაში და საბოლოოდ, ეს პროცესი ხელს შეუწყობს ქვეყანაში მომავლის პროფესიების დამკვიდრებას.
საქართველოში მსგავსი მასშტაბის ტრენინგების ციკლი, საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით, პირველად ინოვაციების სააგენტომ 2014 წელს დაიწყო, რომლის ფარგლებში 186 ტრენერი მომზადდა, ხოლო მომზადებულმა ტრენერებმა, 2015-2016 წლებში - 1,100-მდე IT სპეციალისტს ჩაუტარეს ტრენინგები.
„ დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ტრენდულია საინფორმაციო ტექნოლოგიები, მათ შორის პროგრამირების მიმართულებით. ეს სპეციალობა ძალიან მოთხოვნადია როგორც საერთაშორისო ბაზრებზე, ასევე საქართველოშიც. ადგილობრივი კომპანიები უკვე აქტიურად გადადიან ვებგევრდებისა და მობილური აპლიკაციების შექმნაზე, სერვისები ხდება ციფრული, სტარტაპები კი სულ ხშირად ქმნიან IT პროდუქტს. ტრენინგებს აფინანსებს მთლიანად სააგენტო, შესაბამისად, სპეციალისტები მას ყველა მიმართულებით უფასოდ გაივლიან. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივცეთ საშუალება მიიღოს საბაზისო ცოდნა, მოსინჯოს ძალები სასურველ სპეციალობაში. იმისთვის, რომ ტრენინგები ჩავატაროთ ყველაზე მოთხვოვნად მიმართულებებზე, ჩვენ მუდმივად ვატარებთ კვლევებს და ვახდენთ ახალი მიმართულებების იდენტიფიცირებას.“ - აცხადებს ინოვაციების სააგენტოს სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი, გიორგი კინწურაშვილი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss