| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – ეროვნული ბანკი ზედამხედველობის არეალს აფართოებს - ბანკებისგან არაპროფილური აქტივების გამიჯვნის პროცესის მე-2 ეტაპზე გადასვლაზე სებ-ის პრეზიდენტმა ქუთაისში, გასვლითი სხდომის შემდეგ განაცხადა.
კობა გვენეტაძემ აღნიშნა, რომ არეალის გაფართოების დეტალები მალე გაცხადდება, კანონპროექტის სებ-ში დამუშავების შემდეგ, რაც მიმდინარეობს.
გვენეტაძეს არ დაუკონკრეტებია, სებ-ში დამუშავებამდე ცვლილებების ჩარჩო საბანკო სექტორთან უკვე გავლილია თუ არა. თქვა, რომ აპირებენ ინდუსტრიასთან ერთად განხილვას, თუმცა საბანკო სექტორი იგულისხმება, სამშენებლო, ჰოსპიტალური, ფარმაცევტული თუ ენერგეტიკული უცნობია, ეს ის მიმართულებებია, სადაც ბანკები პირდაპირ ან არაპირდაპირი შვილობილი კომპანიებით არის წარმოდგენილი.
შეგახსენებთ, ბანკებს არაპროფილური საქმიანობა 2014 წლის ოქტობერში აეკრძალათ. სებ-მა მაშინ კომერციულ ბანკებს არაპროფილური აქტივების გამიჯვნისთვის ვადა 2015 წლის 31 დეკემბრამდე განესაზღვრათ.
დღეს მსხვილ ბანკებში ამბობენ, რომ არაპროფილურ აქტივებს არ ფლობენ, თუმცა ვერ აუკრძალავენ საკუთარ აქციონერებს ჰქონდეთ სხვა ბიზნესიც.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss