ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ალდაგი ბავშვთა სამყაროში ხანძრით მიყენებულ ზარალს ითვლის
30 იანვარი, 2017, 13:46
ალდაგი ბავშვთა სამყაროში  ხანძრით მიყენებულ ზარალს ითვლის

თბილისი (GBC) - სადაზღვევო კომპანია ალდაგი სავაჭრო ცენტრ ბავშვთა სამყაროში მომხდარი ხანძრით გამოწვეულ ზარალს უკვე ითვლის.

კომპანიაში განმარტავენ, რომ მხოლოდ შენობა იყო დაზღვეული, ადგილზე უკვე იმყოფება ტექნიკური ჯგუფი, რომელიც დეტალებს არკვევს.

ჩატარდება ექსპერტიზები, რომელიც ხანძრის მიზეზს და ზარალის ოდენობას დაადგენს, სწორედ დასკვნებზეა დამოკიდებული მფლობელებისთვის ზარალის ანაზღაურების მოცულობა. 

GBC-ს ალდაგში განუცხადეს, რომ შენობა 6 მლნ ლარად არის დაზღვეული. 

ძლიერი ხანძრის შედეგად შენობა დაიწვა, მზიდმა კონსტრუქციამ დაზიანება მიიღო და მოხდა მისი ნაწილობრივ ჩამოშლა.

რა ზარალი მიიღო მოიჯარეებმა ესეც უცნობია, მოვაჭრეების თქმით, მათი ზარალი 100 ათასობით ლარია, თუმცა როგორც ირკვევა, მათ საქონელი დაზღვეული არ ჰქონიათ. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები