ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
გალარება თუ სესხი დოლარში - სებ-ი მსესხებლებს გადაწყვეტლების მიღებაში დაეხმარება
ნინო შუბითიძე
30 იანვარი, 2017, 18:29
გალარება თუ სესხი დოლარში - სებ-ი მსესხებლებს გადაწყვეტლების მიღებაში დაეხმარება

თბილისი (GBC) - გაალაროს თუ დოლარში დატოვოს სესხი - ამ თავსატეხის მარტივად გადასაწყვეტად ეროვნული ბანკი ვებგვერდზე კალკულატორს განათავსებს.

მარეგულირებელი მიიჩნევს, რომ ამ გზით მსესხებელი შეძლებს სიმულაციას სხვადასხვა შემთხვევების გათვალისწინებით, მეტი ინფორმაცია ექნება  და უკეთ შეძლებს სავალუტო რისკების გათვლას.

სიახლე ცნობილი გახდა ორშაბათს, ქვეყნის მთავარ ბანკირთან კომერციული სექტორის შეკრებისას, რომლის მთავარი მიზეზი გალარების პროგრამის ფარგლებში უკიდურესად დაბალი აქტოვობაა, რასაც ბანკირების ნაწილი ყინვით, ნაწილი კი, მსესხებლების ინერტულობით ხსნის.

ამ დროისათვის, ბენეფიციარი 27 000 მსესხებლიდან მხოლოდ 400-მდე სესხია გალარებული (5 მლნ ლარამდე) და ბანკირები მათ გააქტიურებას დაწესებული დროის მეორე ნახევარში ელიან.

"ვითიბი ბანკის" გენერალური დირექტორი არჩილ კონცელიძე აცხადებს, რომ პროცესს სიცივეები აფერხებს, მით უფრო, რომ იანვარი ისედაც პასიური თვეა. 

"ლიბერთი ბანკის" დირექტორი არმენ მატევოსიანი კი, სეზონურ ფაქტორს გამორიცხავს, ამბობს, რომ პროგრამის შესახებ მეტი საინფორმაციო აქტივობაა საჭირო, რასაც აპირებენ კიდევ.

სებ-ის პრეზიდენტმა მსესხებლებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ დრო კიდევ არის, მათ შეუძლიათ სესხი ნებისმიერ ბანკში დააპორტირონ და იქ გაალარონ, ვინ უკეთეს პირობას შესთავაზებს.   

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები