ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
სებ-ის პრეზიდენტი გალარების პროგრამაში ტექნიკურ ხარვეზებზე საუბრობს
30 იანვარი, 2017, 18:44
სებ-ის პრეზიდენტი გალარების პროგრამაში ტექნიკურ ხარვეზებზე საუბრობს

თბილისი (GBC) – ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გალარების პროგრამაში გამოვლენილ ტექნიკურ ხარვეზებზე საუბრობს.

კობა გვენეტაძე ამბობს, რომ ეს ხარვეზები მოსალოდნელი იყო და აუცილებელია მათზე დროული რეაგირება და სწორედ, ამ თემაზე  ორშაბათს, საბანკო სექტორთან გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს.

ქვეყნის მთავარი ბანკირი აღნიშნავს, რომ  ჯერ ადრეა საუბარი რა შედეგით დასრულდება  პროგრამა და  კიდევ ერთხელ მოუწოდებს მსესხებლებს გალარებას შეხედონ იმ კუთხიდან, რომ ამ გზით ისინი სავალუტო რისკების მოშორებას შეძლებენ.

გვენეტაძე გამოკვეთილ  ხარვეზებსაც ასახელებს - არის შემთხვევები, როდესაც კლიენტი კვალიფიცირდებოდა იმ კატეგორიაში, ვისაც შეეძლო პროგრამით სარგებლობა თუმცა უარი ეთქვა; ასევე იყო შემთხვევები, როდესაც სესხის ისტორიის მოუხედავად, გალარებისას მაღალი საპროცენტო განაკვეთი იყო შეთავაზებული.

შეგახსენებთ, ეროვნული ბანკი ორშაბათიდან,  ვებგვერდზე კალკულატორს განათავსებს. ამ გზით მსესხებელი შეძლებს სიმულაციას სხვადასხვა შემთხვევების გათვალისწინებით, მეტი ინფორმაცია ექნება  და უკეთ შეძლებს სავალუტო რისკების გათვლას.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები