ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ქეთევან ბოჭორიშვილი: საბავშვო ევროვიზიის საქართველოში ჩატარება ეკონომიკისთვის ბევრ სარგებელს მოიტანს
1 თებერვალი, 2017, 16:07
ქეთევან ბოჭორიშვილი: საბავშვო ევროვიზიის საქართველოში ჩატარება ეკონომიკისთვის ბევრ სარგებელს მოიტანს

თბილისი (GBC) - 2017 წელს, საბავშვო ევროვიზიის რიგით მე-15 კონკურსის საქართველოში ჩატარდებას მნიშვნელოვან ფაქტს უწოდებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე.

ქეთევან ბოჭორიშვილი ამბობს, რომ კონკურსის ტრანსლირება   თითქმის 50 სხვადასხვა ქვეყანაში ხდება, რაც ძალიან პოზიტიურ ჭრილში  ხელს შეუწყობს ქვეყნის პოპულარიზაციას და ცნობადობის ამაღლებას.

ეს თავისთავად  საერთაშორისო ვიზიტორებზე  და ტურისტების შემოდინებაზეც აისახება. მინდა აღვნიშნო, რომ ტურიზმი არის ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება. ამ მხრივ 2016 წელს რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, რის მიხედვითაც   6.4 მლნ საერთაშორისო ვიზიტორს ვუმასპინძლეთ. ეს ნიშნავს უფრო მეტ სამუშაო ადგილს, მეტ შემოსავალს ჩვენს ოჯახებში  და უფრო მეტ ბიზნესსაქმიანობას ქვეყანაში“ - აღნიშნა ქეთევან ბოჭორიშვილმა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კი, დამატებით აქტივობებსაც გეგმავს, მათ შორის,  ჟურნალისტების მოწვევას იმისთვის, რომ ეს ღონისძიება  სხვადასხვა არხების  მეშვეობით გამოყენებული იქნას პოპულარიზაციისთვის. 

საბავშვო ევროვიზია 2017-ის კონკრეტული დეტალები განიხილება და დაზუსტდება საქართველოში ევროპის მაუწყებელთა კავშირის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, რომელიც მიმდინარე წლის 22-24 თებერვალს გაიმართება.

შეგახსენებთ, 2016 წელს საქართველო საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული მესამედ გახდა და ევროფესტივალის გამარჯვებულ ქვეყნებს შორის რეკორდი დაამყარა, რადგან მსგავსი შედეგი ამ დრომდე არცერთ ქვეყანას ჰქონია. 2016 წლის საბავშვო ევროფესტივალის რიგით მე - 14 კონკურსზე საქართველოს წარმატება 239 ქულით მარიამ მამადაშვილმა მოუტანა.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები