ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
სახელმწიფო უწყებების მობილური ტელეფონით უზრუნველსაყოფად განმეორებითი ტენდერი გამოცხადდება 
2 თებერვალი, 2017, 12:14
სახელმწიფო უწყებების მობილური ტელეფონით უზრუნველსაყოფად განმეორებითი ტენდერი გამოცხადდება 

თბილისი (GBC) –  სახელმწიფო უწყებებისთვის მობილური სატელეფონო მომსახურების შესასყიდად  ჩაშლილი ტენდერი ხელმეორედ გამოცხადდება.

ამის შესახებ შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელმა განაცხადა. მისი თქმით, ტენდერის გამოცხადების ვადაზე გადაწყვეტილებას სამთავრობო კომისია მიიღებს. წინა ტენდერში მონაწილე „ბილაინი“ კი, მოთხოვნილ პირობებს ვერ აკმაყოფილებდა.

„მათ არ გააჩნდათ, 3G ინტერნეტის იმ პარამეტრების დაფარვა, რაც დოკუმენტაციით იყო მოთხოვნილი“, - აცხადებს ლევან რაზმაძე, აღნიშნავს, რომ   კომპანიის მიერ მიღებული ლიცენზია არ ნიშნავს, რომ უკვე ფარავს მოთხოვნილ ზონებს. 

კონსოლიდირებულ ტენდერში კი, წელს მხოლოდ მობიტელი (ბილაინი) მონაწილეობდა. „ჯეოსელმა“ განმარტა, რომ მათ სატენდერო წინადადებების წარდგენის მცირე დროის გამო თქვეს უარი ტენდერში მონაწილეობაზე.

შეგახსენებთ იმასაც, რომ 2015-2016 წლებში სახელმწიფოს ფიჭურ სატელეფონო მომსახურებას "მაგთიკომი" და "ჯეოსელი" უწევდა. 

ბაზრის მსხვილი მოთამაშეებისთვის წელს შეთავაზებული პირობები მიმზიდველი არ აღმოჩნდა.  

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები