| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - თბილისში, ლუდის ახალი რესტორანი „გრუნერი“ გაიხსნა!
პეკინის 41-ში (გაგარინის მოედანზე) მდებარე რესტორანი ლუდის მოყვარულებს ექსკლუზიურად სთავაზობს, გერმანულ ლუდებს „გრუნერი“ და „ტუხერი“, რომელიც საკულტო სასმელია ბავარიიდან.
„კარგი ძველი დროის“ ბავარიული Gruneri იხარშება ყოფილი „გრუნერ ბროი“-ს ტრადიციული რეცეპტის მიხედვით და თითქმის დავიწყებულ ტრადიციას აცოცხლებს. ბავარიის ერთ-ერთი საუკეთესო ლუდსახარში კი, მდებარეობს აღმოსავლეთ ფრანკონიის ქალაქ ფიურტში. ლუდის წარმოშობა თარიღდება 1709 წლით. 19-ე და 20-ე საუკუნეებში, გრუნერი იყო ფიურტის ლუდის კულტურის განსახიერება.
„ღია ფერის,გემრიელი-რბილი, ამავდროულად შუშხუნა-ახალი, მაღალი ხარისხის სვიის არომატით - ზუსტად „კარგი ძველი დროის“ ტრადიციის მიხედვით ნადმვილად აკმაყოფილებს ლუდის მოყვარულთა გემოვნებას“, - ასე ახასიათებენ ლუდს რესტორანში.
მენეჯმენტის ცნობით, უმაღლესი ხარისხის გერმანულ ლუდთან ერთად, სტუმრებს ელის ქართული პროდუქტებით დამზადებული კერძები და ცოცხალი მუსიკა, სპორტის მოყვარულებს კი, ეძლევათ შესაძლებლობა, თვალი ადევნონ მათთვის სასურველ მატჩებს.
აღსანიშნავია, რომ შაბათს, 4 თებერვალს, 20:30 საათიდან რესტორანში დაუკრავს ბენდი Good Company.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss