ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საქართველოში ფრენჩაიზინგის მასშტაბური გამოფენა გაიმართება
3 თებერვალი, 2017, 16:44
საქართველოში ფრენჩაიზინგის მასშტაბური გამოფენა გაიმართება

თბილისი (GBC) - საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანაორგანიზებით, ივნისში საქართველოში პირველად ფრენჩაიზინგის საერთაშორისო გამოფენა- BUYBRAND Transcaucasia გაიმართება.

მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიება საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ მოეწყობა. გამოფენაში 100-ზე მეტი ცნობილი ბრენდი მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც ინვესტორებს საკუთარ ფრენჩაიზებს წარუდგენენ.

ორგანიზატორთა განმარტებით, საქართველოში უახლოეს წლებში ტურისტული ნაკადის მკვეთრი ზრდაა მოსალოდნელი და შესაბამისად იზრდება მოთხოვნა ფრენჩაიზებზე კაფეების, რესტორნების, სწრაფი კვების ობიექტებისა და სასტუმროების მიმართულებით.

„ამ სექტორში ინვესტიციებმა შესაძლოა გაზარდოს შემოსავლები საქართველოს ბიუჯეტში წლიურად 20%-ით. ახლა საქართველოში კვების ბიზნესის წლიური ბრუნვა 1 მილიარდ დოლარს აჭარბებს, რაც რეგიონის სხვა ქვეყნების იგივე მაჩვენებელს თითქმის 2-ჯერ აჭარბებს. შედარებისთვის: სომხეთში ამ სექტორის წლიური ბრუნვა 500-600 მილიონი დოლარია. უნდა აღინიშნოს, რომ კაფეები და რესტორნები ძირითადად დედაქალაქში იხსნება. ამის მიზეზი ის არის, რომ სხვა და სხვა მიზეზების გამო ხალხი ერიდება ინვესტიციის სარესტორნო ბიზნესში ჩადებას. ამ სიტუაციის გამოსწორება ფრენჩაიზის საშუალებით არის შესაძლებელი- ეს ნიშნავს მინიმალურ რისკს, მზა ბიზნესს და სტაბილურ შემოსავალს“- აცხადებს საერთაშორისო გამოფენის ორგანიზატორი ეკატერინა სოიაკი.

ორგანიზატორთა მოსაზრებით საქართველო ბიზნეს-აქტივობის კუთხით რეგიონში კოორდინაციის კერად მოიაზრება.

ამ ქვეყანაში ბიზნესის დაწყებით პოტენციურ ინვესტორებს საშუალება აქვთ სომხეთსა და აზერბაიჯანში გასვლის პერსპექტივებიც განიხილონ.

ორდღიან გამოფენასთან ერთად საქართველოში გაიმართება ბიზნეს-ფორუმიც, სადაც სიტყვით მსოფლიო ფრენჩაიზინგის წამყვანი კომპანიების პირველი პირები გამოვლენ, ასევე ფრენჩაიზინგის სფეროს ექსპერტები და კონსულტანტები.

მათთვის, ვინც გამოფენაზე თბილისში ჩამოსვლას ვერ შეძლებს, იმუშავებს სპეციალური აპლიკაცია ტელეფონებისთვის „EXPOWL“, რომელიც იძლევა საშუალებას ნებისმიერი ქვეყნიდან მსურველები ჩაერთონ ღონისძიებაში და სტენდები დაათვალიერონ.

დღეისთვის ყველაზე მაღალი დაინტერესება დაგეგმილი გამოფენის მიმართ ბრიტანულმა სწრაფი კვების ქსელმა „ Southern Fried Chicken“, ამერიკული სასტუმროების ქსელმა „Best Western“, გერმანული ფეხსაცმლის მწარმოებელმა ქსელმა- „Tamaris“, ამერიკული ბურგერების ქსელმა „ Carl’s Jr.“, კაფეების ქსელმა „ Baskin Robins“ და სხვა ცნობილმა ბრენდებმა გამოთქვეს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები