| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – ელექტრონული ხელმოწერად გრაფიკული ხელმოწერის სკანირებული ვარიანტის ნაცვლად, ბინარულ ნიშანთა სისტემა ჩაითვლება.
კანონს „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ პარლამენტი უკვე განიხილავს.
ცვლილების მიხედვით, ელექტრონული ხელმოწერა რაიმე გრაფიკული ნიშანთა სისტემა აღარ იქნება და ის იქნება ბინარულ ნიშანთა, ნულების და ერთიანების კომბინაციებისგან შემდგარი სისტემა.
იუსტიციის მინისტრის მოადგილის განმარტებით, ელექტრონულ დოკუმენტბრუნვაში ჩართულ პირებს უნიკალურ ბინარულ კოდს ე.წ. სანდო მომსახურების მიმწოდებელი გადასცემს.
რაც შეეხება სანდო მომსახურების მიმწოდებელს, ალექსანდრე ბარამიძის განცხადებით, კანონით გაწერილია, რომ სანდო სერვისების მიმწოდებელმა უნდა გაიაროს ავტორიზაცია იუსტიციის სამინისტროს სსიპ მონაცემთა გაცვლის სააგენტოში.
კანონპროექტის თანახმად, კვალიფიციურ ელექტრონულ ხელმოწერას ისეთივე იურიდიული ძალა აქვს, როგორიც მატერიალურ დოკუმენტზე მატერიალურ ხელმოწერას.
„ამგვარად ავტორიზებული ხელმოწერები და შტამპები, რომლებიც სანდო და მხარეების მიერ შემოწმებადი იქნება, განაპირობებს იმას, რომ ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, როდესაც, მაგალითად, ქართველი ბიზნესმენი, ან ქართული სახელმწიფო ორგანო გარკვეულ ოფიციალურ მიმოწერაში ან ხელშეკრულების დადების პროცესში იმყოფება სხვაგან მყოფ კონტრაჰენტთან, მას არ მოუწევს ადგილზე წასვლა ან სადმე ნეიტრალურ ტერიტორიაზე შეხვედრა, ფაქსის ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით დასკანერებული დოკუმენტის გაგზავნა, რომლის ავთენტურობის შემოწმება ობიექტურად შესაძლებელი არ არის. ეს უკვე დროის და სახსრების ეკონომიაა“, - აღნიშნა ალექსანდრე ბარამიძემ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss