ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
საქართველოს ბანკმა SOLO რამაზ კუკულაძეს ჩააბარა
ნინო შუბითიძე
7 თებერვალი, 2017, 11:38
საქართველოს ბანკმა SOLO რამაზ კუკულაძეს ჩააბარა

თბილისი (GBC) - თიბისის მიერ  ფრანგული Societe Generale-ს შვილობილის შთანთქმის შემდეგ, საქართველოს ბანკში დაბრუნებული „რესპუბლიკას“ ყოფილი CEO საქმიანობას შეუდგა.

გენერალური დირექტორის მოადგილედ დანიშნული რამაზ კუკულაძე მცირე და საშუალო ბიზნესს (MSME), ასევე პრემიუმ საცალო საბანკო ბიზნესს (SOLO) გაუწევს კურატორობას. 

რამაზ კუკულაძე „საქართველოს ბანკში“ 2008 წლის  ნოემბრამდე მუშაობდა, ამასთან,  იმ დროისთვის "საქართველოს ბანკის" მფლობელობაში არსებული სადაზღვევო კომპანიის "ალდაგი ბისიაი" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტი 2010 წლის აგვისტომდე  შეინარჩუნა.

2011  წლის სექტემბრამდე, „ბანკ რესპუბლიკას“ კომერციული დირექტორის თანამდებობის დაკავებამდე,  კუკულაძე გაერთიანებული ტელეკომის (სილქნეტი)  კომერციული დირექტორის პოზიციაზე იყო.

გუნდის გაძლიერება BGEO-მ ჯერ კიდევ შარშან,  ნოემბრში დაანონსა  და ინვესტორებსაც აცნობა.

არჩილ გაჩეჩილაძე "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" მფლობელ Georgia Global Utilities (“GGU”) აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა.

დავით წიკლაური "საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორის მოადგილედ,  მან კორპორაციული ინვესტიციების დეპარტამენტში გაჩეჩილაძე ჩაანაცვლა.

2 ნაწილად გაიყო საცალო მიმართულება - მიხეილ გომართელი გენერალური დირექტორის მოადგილე,  Express Bank-ის და საქართველოს ბანკის საცალო მიმართულებას უხელმძღვანელებს.  მე-2 ნაწილს როგორც აღვნიშნეთ, რამაზ კუკულაძე.

ბაზარზე ბიზნესმიმართულებების გამიჯვნას  ბანკის წარმატებული პოზიციონირებისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებად მიჩნევენ. იმის გათვალისწინებით, რომ  საცალო სექტორი პასიურია,  მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის შესუსტების, ასევე  ლიმიტირებული  ინვესტიციების გამო და  აგრარული სექტორის  დაფინანსებაც მცირეა, სასარგებლო, თუმცა დასახვეწი. დასახვეწია თანასუბსიდირების  მოდელიც.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები