ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საჯარო რეესტრი BitFury Group-თან თანამშრომლობის მეორე ეტაპს იწყებს
7 თებერვალი, 2017, 18:32
საჯარო რეესტრი BitFury Group-თან თანამშრომლობის მეორე ეტაპს იწყებს

თბილისი (GBC) - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო    BitFury Group-თან თანამშრომლობის მეორე ეტაპს იწყებს. 

პროექტი 2016 წელს შემუშავებული ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული სისტემის საცდელი პროექტის რეალურ რეჟიმში ამოქმედებას და სმარტ კონტრაქტების დანერგვას  ითვალისწინებს.

" საჯარო რეესტრი მსოფლიოში უახლეს ტექნოლოგიას გამოიყენებს, რომელიც ნებისმიერი სისტემის უსაფრთხოების გარანტორია და უზრუნველყოფს განხორციელებული ტრანზაქციების დაცულობას, გამჭვირვალობასა და მოქნილობას. პროცესი არის ელექტრონული, რაც გულისხმობს ადამიანური რესურსის ჩაურევლობას, რაც თავისთავად მის დაცულობას და ხელმისაწვდომობას მოიცავს. ტრანზაქცია რომელიც ბლოქჩეინ სისტემაში მოხვდება იქნება ელექტორნული წესით, რამდენიმე ადგილას დაცული” -აღნიშნა პაპუნა უგრეხელიძემ.

აღსანიშნავია, რომ საჯარო რეესტრი   ბლოკჩეინში ოფიციალური ციფრული ხელმოწერით  დამოწმებულ მონაცემებს გადააგზავნის, რითიც განხორციელებული ტრანზაქციის ნამდვილობას და უტყუარობას დაადასტურებს.  ამონაწერის შესახებ ინფორმაციის ნამდვილობის გადამოწმება ნებისმიერ დაინტრესებული  პირისთვის იქნება შესაძლებელი.

ბლოკჩეინი   მონაცემთა დეცენტრალიზებული ბაზაა. ტრადიციული მონაცემთა ბაზებისგან განსხვავებით,  იგი დაცულია როგორც კიბერ შეტევებისგან, ისე ფიზიკური განადგურებისგან, რადგან მასში არსებული ჩანაწერები  არა ერთ კონკრეტულ ადგილას, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ათიათასობით კომპიუტერში ინახება. რომელიმე  მონაცემში საეჭვო მანიპულაციის  ნებისმიერ მცდელობას ქსელის ყველა კომპიუტერი ავტომატურ რეჟიმში ბლოკავს.

საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც  ბლოკჩეინის ტექნოლოგიურ მიღწევას  უძრავი ქონებისა და ბიზნესის რეგისტრაციისას  გამოიყენებს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები