| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - „ტექნოპარკში“ „ბიზნეს ინკუბატორის“ ერთ-ერთი გამარჯვებული სტარტაპის, ახალი ინოვაციური ვებ-გვერდის - www.construct.ge - ს პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზენტაციაზე პროექტის ავტორებმა მოწვეულ სტუმრებს საიტის შინაარსი და ფუნქციონალი გააცნეს და ისაუბრეს ვებ-გვერდის მიზნებსა და საჭიროებებზე.
www.construct.ge „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის“, შპს „ვისეილისა“ და შპს „მოდულატორის“ ერთობლივი ინოვაციური პროექტია, რომლის მიზანია სამშენებლო პროდუქციის ყიდვა/გაყიდვის და საბაზრო ფასების კვლევის სისტემების შექმნა სამშენებლო სექტორისთვის.
ვებ-გვერდის საშუალებით მწარმოებელი, სამშენებლო, საპროექტო და საექსპერტო კომპანიები შეძლებენ სხვადასხვა სამშენებლო მასალის საბითუმო ყიდვა-გაყიდვას და ამ პროცესის სრულ ავტომატიზაციას; შემსყიდველების, ქართველი და უცხოელი მწარმოებლების თუ დისტრიბუტორების და მათი პროდუქციის ერთიანი კატალოგის შექმნას; ფასების ინდექსაციას სატენდერო თუ სხვა ხარჯთაღრიცხვის შედგენისას.
კომპანიებს მიეცემათ საშუალება, თავისუფლად მოხვდნენ Construct.ge-ს ბაზაში, რაც ავტორთა აზრით, ხელს შეუწყობს როგორც მათი პროდუქციის პოპულარიზაციას, ასევე, ზოგადად, ბაზრის სტაბილიზაციას, გაფართოებას და ჯანსაღი კონკურენციის განვითარებას.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss