ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
თიბისი საქველმოქმედო პლატფორმით ორი ბენეფიციარისთვის დაფინანსებას ეძებს
  ნინო შუბითიძე
8 თებერვალი, 2017, 17:14
თიბისი საქველმოქმედო პლატფორმით ორი ბენეფიციარისთვის დაფინანსებას ეძებს

თბილისი  (GBC) - თიბისიმ   საქველმოქმედო პლატფორმის შეთავაზებებზე განაცხადა.

I-ია ახალქალაქელი ნორჩი პიანისტის ისტორია, ანაჰიტმა ნოტები კარგად არ იცის, მაგრამ კლასიკას და ჯაზს სმენით უკრავს. პატარა ვირტუოზი, 2017 წლის მარტის ბოლოს, ცნობილმა პედაგოგმა და მეთოდოლოგმა მიშელ სონიმ პარიზში მიიწვია და დაფინანსების მოსაზიდად მას  სტატუსის საქველმოქმედო პლატფორმა ეხმარება.

მე-2  ისტორია - „თამაშობანამ“ უსინათლო ბავშვებისთვის ადაპტირებული, საინტერესო თამაში შექმნა. ეს არის „აფორიზმობანა“, რომელიც ლოტოს პრინციპზეა დაფუძნებული და მასში ქართული აფორიზმებია გამოყენებული. იმისთვის, რომ უსინათლო ბავშვებმა თავიანთ თანატოლებთან ერთად გართობა შეძლონ,  საჭიროა ხის სათამაშო დაფებზე ბრაელის შრიფტით დაბეჭდვა.  პროექტის განხორციელების შემთხვევაში, საქართველოში მცხოვრებ 300-მდე უსინათლო ბავშვს „აფორიზმობანა“ საჩუქრად გადაეცემა. 

ორივე ისტორიის შესახებ მომზადებული ვიდეო და დეტალური ინფორმაცია განთავსებულია www.statusdonates.ge-ზე.

შეგახსენებთ, თიბისი სტატუსმა ინოვაციური პლატფორმა 2016 წლის 28 დეკემბერს წარადგინა.

დაწყებისთანავე, პირველ ეტაპზე ფინანსური მხარდაჭერა მიიღო  ძეგვის  თავშესაფარმა და შემოქმედებითი განათლების სტუდიამ  CES,  მოსწავლე-გამომგონებელთა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის“ გამარჯვებულ მოსწავლეებს თიბისი სტატუსის ერთწლიანი სტიპენდია დაენიშნათ. 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები