ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
მთავრობა ბლექ სი არენასთან რესტორნის და კაფეს აშენებისთვის ინვესტორს ეძებს
8 თებერვალი, 2017, 17:46
მთავრობა ბლექ სი არენასთან რესტორნის და კაფეს აშენებისთვის ინვესტორს ეძებს

თბილისი (GBC) -სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო საკონცერტო დარბაზ „ბლექ სი არენასთან“ არსებულ ევკალიპტების პარკსა და „მუსიკოსთა პარკის“ მიმდებარე ტერიტორიაზე რესტორნის და კაფეს აშენების და მართვის მიზნით ინტერესთა გამოხატვას აცხადებს.

საინვესტიციო პირობების მიხედვით, აღნიშნული უძრავი ქონების გადაცემა მოხდება სულ მცირე 15 წლის ვადით, ხოლო წლიური გადასახადი შეადგენს სიმბოლურ ფასს - 100 ლარს.

 პირობების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე https://drive.google.com/…/0B3vgM3lEWoh4bjNpNXpLM3VlM…/view…

„ბლექ სი არენა”, დაბა შეკვეთილში, წარმოადგენს საქართველოში ყველაზე დიდ და თანამედროვე ღია ტიპის საკონცერტო დარბაზს, რომელიც გათვლილია 10 000 მაყურებელზე.

სააგენტოს ცნობით, 2016 წლის საკურორტო სეზონის განმავლობაში საკონცერტო დარბაზის სცენაზე მსმენელის წინაშე წარსდგნენ მსოფლიო დონის ვარსკვლავები: კრისტინა აგილერა, ვანესა მეი, ჯგუფი Scorpions, ერისიონი და სხვა. მხოლოდ 30 ივლისიდან 3 სექტემბრამდე, ექვსს ღონისძიებაზე ვიზიტორთა რიცხვმა შეადგინა 45500 ადამიანი. საკონცერტო დარბაზში განთავსებულია 4 კინოთეატრი. საკონცერტო დარბაზის ემსახურება 140 კაციანი პერსონალი. ეს რაოდენობა 2-ჯერ იზრდება კონცერტისთვის მომზადების პერიოდში. ასევე, გასათვალისწინებელია არტისტი და მისი შემოქმედებითი/ტექნიკური ჯგუფი, რომელთა კვების უზრუნველყოფა ასევე აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები