ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
Loyal Capital Group-ი რუსთავის აზოტის დასაბრუნებლად სასამართლო დავას აგრძელებს
9 თებერვალი, 2017, 10:53
Loyal Capital Group-ი რუსთავის აზოტის დასაბრუნებლად სასამართლო დავას აგრძელებს

თბილისი (GBC) - „რუსთავის აზოტის" გასხვისების თემა აქტუალობას არ კარგავს. პროცესი ბუნდოვანია და ამ დრომდე სასამართლო დავები მიმდინარეობს.

სამხრეთ კავკასიაში, სასუქების უმსხვილესი ქარხნის მიმართ რუსული კომპანია „სისტემას“ დაინტერესებაზე და მის მიერ კომპანიის ხელში ჩაგდების მცდელობაზე, ყოფილი მფლობელი Loyal Capital Group-ი აცხადებს.

კომპანიის ვიცე–პრეზიდენტის გიორგი შეყრილაძის განცხადება "კომერსანტმა"გაავრცელა. ის აღნიშნავს, რომ რუსული წარმომავლობის კომპანია "სისტემა" ლუქსემბურგში რეგისტრირებული EWUB ბანკის დამფუძნებელია, ხოლო „სისტემის"დამფუძნებელი  ვლადიმერ ევტუშენკოა.

 „ორი წლის წინ ლოიალ კაპიტალის ჯგუფმა (Loyal Capital Group) მიიღო100 მილიონიანი კრედიტი 5 წლის ვადით, რომლიდანაც 30 მილიონზე მეტი იქნა დაფარული. აღნიშნული დაფინანსება (EWUB) ლუქსემბურგში რეგისტრირებული ბანკის მიერ შეთავაზებული იყო „აგროქიმის“ (რუსთავის აზოტის ექს-მფლობელი) წილის გამოსასყიდად და არა შპს „რუსთავის აზოტის“. იმ დაპირებებით, რომ კომპანიის განვითარებისთვის გამოყოფილი იქნებოდა რამოდენიმე 100 -ეული მილიონი, მათ ხელში ჩაიგდეს 90% წილის გირავნობა. რამოდენიმე თვის შემდგომ, თითქოსდა ბაზრის პირობების გაუარესების გამო, აღნიშნული 5 წლიანი კრედიტი დაამოკლეს 1 წლამდე და კომპანიის განვითარებისათვის ყოველგვარ დაფინანსებაზე უარი განაცხადეს. ასეთი ქმედებით რუსული კომპანია „სისტემა" გეგმევდა "რუსთავის აზოტის"  დასუსტებას, გაუფასურებას და შემდგომში ხელში ჩაგდებას.

 ამ რეიდერული გეგმის განხორციელების მიზნით, მათ უარი განაცხადეს 50 მილიონი აშშ დოლარის მიღებაზე მათივე ბანკის სასარგებლოდ, ხელი შეუშალეს და ჩააგდეს ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის მიერ უპრეცედენტო 155 მილიონიანი კრედიტის მიღება. იბიარდთან რეფინანსირების ხელშეკრულების გაფორმების პრეზენტაციიდან სადღაც ერთ კვირაში, "ლოიალ კაპიტალის ჯგუფს" შეუჩერეს ხმის უფლებება და გადაწყვეტილების მიღების საშუალება.

„საქართველოს ბანკთან“ დაიწყეს ფარული მოლაპარაკება, ვინაიდან მათთვის ცნობილი იყო, რომ შპს "რუსთავის აზოტის" ერთადერთი კრედიტორი "საქართველოს ბანკი" გახლადათ და არა EWUB ბანკი. კომპანია „სისტემა" ყველანაირი გზით ცდილობდა შპს "რუსთავის აზოტის" დაუძლურებას, გაუფასურებას და გამოუვალ სიტუაციაში თითქოსდა მშველელად მოვლინებას.

რუსული კომპანია "სისტემა", საქართველოში არსებული მრავალწლიანი ისტორიის მქონე შპს „რუსთავის აზოტის“ ხელში ჩაგდებას ევროპული და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით ცდილობდა, რასაც ევროპული სასამართლო საბოლოოდ გამოუტანს უმკაცრეს განაჩენს.

რაც შეეხება ამ დღეებში გავრცელებულ ინფორმაციებს სხვადასხვა ფორმის ბრალდებით და ცილისწამებით, ეს რუსული კომპანია "სისტემას" მიერ გახლავთ ორგანიზებული, რათა გადაფაროს, მათ მიერ ევროპაში ჩადენილი უკანონობა და სამართალდარღვევები, სადაც მიმდინარეობს სამართლებლივი დავა, ასევე ცდილობენ საქართველოშიც უკანონოდ დავების ინიცირებას, თითქოსდა არიან შპს "რუსთავის აზოტის" კრედიტორები. "ლოიალ კაპიტალის ჯგუფი" აგრძელებს დავას ევროპაში, რომ დაიბრუნოს კონტროლი შპს "რუსთავის აზოტზე", აღადგინოს სტატუს-ქვო და 155 მილიონიანი EBRD -ის ინვესტიცია და შექმნას ახალი სამუშაო ადგილები. უფრო ვრცლად მოვლენების განვითრების შესახებ, უახლოეს მომავალში, Loyal Capital -ის დამფუძნებელი რომან ფიფია ისაუბრებს", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ რუსთავის აზოტის ქარხნის მფლობელი გახდა "ე.უ ინვესტმენტის" მიერ დაფუძნებული სს "რუსთავის აზოტი". 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები