| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ, პირველად თავისი არსებობის ისტორიაში, ევროკავშირის ბაზარზე უნაკერო მილები, საკუთარი ბრენდით გაიტანა.
ქვეყნები, სადაც უნაკერო მილები ექსპორტზე გავა, არის იტალია, გერმანია, პოლონეთი, ბულგარეთი და უნგრეთი.
პირველი შეკვეთის მოცულობა 2000 ტონას შეადგენს.
ამ ეტაპზე უნაკერო მილების ექსპორტი ხორციელდება აზერბაიჯანის, ყაზახეთის და უკვე ევროკავშირის ბაზრებზე.
2017 წელს დაგეგმილია 25 000 ტონის რეალიზება და ასევე საკუთარი ბრენდით, უნაკერო მილების ექსპორტი ამერიკისა და რუსეთის ბაზრებზე.
აღნიშნული მილები გამოიყენება მაგისტრალური მილსადენების მშენებლობისთვის, თხევადი და აირადი ნივთიერებების დიდ მანძილზე ტრანსპორტირებისთვის, ასევე გაზისა და ნავთობის ჭაბურღილების ექსპლოატაციის, მანქანათმშენებლობისა და ზოგადტექნიკური მიზნებისთვის.
უნაკერო მილები საექსპორტო პროდუქტია, რომელსაც რეგიონში ანალოგი არ აქვს.
ქარხნის ახალი მენეჯმენტი აცხადებს, რომ მათი მიზანია განავითარონ საქმიანობა რეგიონალურ და ახალ, გლობალურ ბაზრებზე.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss