ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
EIB-ის მიერ გამოყოფილი 350 მილიონით ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება
10 თებერვალი, 2017, 15:14
EIB-ის მიერ გამოყოფილი 350 მილიონით ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება

თბილისი (GBC) -  ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი 350 მლნ ევრო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დაიხარჯება.

EIB -სთან 2 სასესხო ხელშეკრულებაა გაფორმებული, რომლსაც საქართველოს პარლამენტი განიხილავს.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ევროპის საინვესტიციო ბანკმა, საქართველოს, სესხის სახით 100 მლნ. ევრო 25 წლის ვადით გამოუყო. მათ შორის 5 წელი შეღავათიანი პერიოდი იქნება.

აღნიშნული რესურსი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გზების, ქუჩების, წყალსადენების და კანალიზაციის სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოების განსახორციელებლად იქნება მიმართული. პროექტს, მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს.

მეორე, უფრო მსხვილი კრედიტის - 250 მლნ. ევროს  ხანგრძლივობა 30 წელია, მათ შორის 7 წელი შეღავათიანია, ხოლო საპროცენტო განაკვეთი EURIBOR-ზე ან LIBOR-ზეა დამოკიდებული.

რესურსით გათვალისწინებულია შემდეგი საავტომობილო გზების დაფინანსება: უბისა-შორაპანი, გრიგოლეთი-ფოთი, გრიგოლეთი-ჩოლოქი, რუსთავი-სადახლო, თბილისი-საგარეჯო, საჩხერე-რაჭა, საირმე-აბასთუმანი. პროექტს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი განახორციელებს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები