ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
eugeorgia: უნიკალური ქართული სასუქები ევროპის ბაზარზე წარმატებით იყიდება
10 თებერვალი, 2017, 18:07
eugeorgia: უნიკალური ქართული სასუქები ევროპის ბაზარზე წარმატებით იყიდება

თბილისი (GBC) - კომპანია „ჯეოფერტმა“ გერმანიაში 8 ათასი ტონა ბიოსასუქი ექსპორტზე გაიტანა.

როგორც კომპანიის კომერციულმა დირექტორმა, დავით კუპრავამ  eugeorgia.info-ს განუცხადა, საცდელი ნიმუშები ევროკავშირში გასულ წელს გაიგზავნა. გერმანელ პარტნიორებს პროდუქცია მოეწონათ და სისტემატურ მიწოდებაზე კონტრაქტი გააფორმეს.

„ჯეოფერტი“ სამი სახეობის სასუქს- „ჯეოჰუმატს“, „ბაქტოფერტსა“ და „ცეოლითს“ აწარმოებს. ეკოლოგიურად სუფთა ბაქტერიული, ჰუმინური, ორგანო-მინერალური სასუქები ბუნებრივი ცეოლითის საფუძველზე მზადდება. ტექნოლოგია „ჯეოფერტის“ მეცნიერთა ჯგუფმა ორწლიანი მუშაობის შედეგად დანერგა.

ეს უნიკალური პროდუქტია, ნოუ-ჰაუ, რადგან ერთდროულად სამივე მახასიათებელი აქვს, როგორც მინერალური, ასევე ბაქტერიული და ორგანული. მას კონკურენტი არ ჰყავს ევროპის ბაზარზე“, - აღნიშნა დავით კუპრავამ.

მენეჯმენტის თქმით, გერმანიის გარდა, ‘ჯეოფერტის“ სასუქები ექსპორტზე ყახაზეთში,თურქეთში და ბულგარეთშიც გადის. საცდელი პარტია ახლახანს ესპანეთშიც გაგზავნეს.

ორიენტირებულები ვართ როგორც ექსპორტზე, ასევე ადგილობრივ ბაზარზე. შარშან, 30 სექტემბერს გაიხსნა ჩვენი საწარმო და უკვე 40 ათასი ტონა პროდუქციის რეალიზაცია შევძელით. ჩვენი წარმადობა 100 ათასი ტონაა წელიწადში, რომლის სრულად ათვისებას ვგეგმავთ“, - აღნიშნა დავით კუპრავამ.

მისი თქმით, სასუქების გარდა, კომპანია გაზაფხულიდან პესტიციდებსაც გამოუშვებს, რომელიც ასევე ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტი იქნება.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები