| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – „რუსთავის ფოლადი“ 2018 წლიდან სრული ციკლის მეტალურგიული ქარხნის მშენებლობის დაწყებას გეგმავს.
3 წლიანი პროექტი მსოფლიოში სიდიდით მეოთხე ფოლადის მწარმოებელ, სამხრეთკორეულ POSCO-სთან პარტნიორობით განხორციელდება.
კომპანიის მენეჯმენტი GBC-სთან აცხადებს, რომ კომპანიასთან თანამშრომლობა გულისხმობს, მის ჩართულობას, როგორც პროექტირებასა და ტექნოლოგიური ხაზის მოწყობაში, ასევე მის მონაწილეობას ინვესტირების პროცესში.
პროექტის ჯამური ბიუჯეტი 750 მლნ აშშ დოლარია, ინვესტიციის რა მოცულობას ჩადებს კორეული კომპანია ჯერ დაზუსტებული არ არის.
პარალელურად დაფინანსების მოპოვებაზე მოლაპარაკებები საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან მიმდინარეობს.
„აღსანიშნავია, რომ პროექტის მშენებლობის პროცესში დასაქმდება დაახლოებით 5000-მდე ადამიანი. ასევე იგეგმება 2000 თანამშრომლის გადამზადება კორეაში. ჯამში, აღნიშნული პროექტი შექმნის დამატებით 3000 სამუშაო ადგილს ქვეყანაში“, - აცხადებს რუსთავის მეტალურგიული ქარხნის დირექტორი ნუგზარ კაჩუხაშვილი, აღნიშნავს, რომ სრული ციკლის წარმოების ყველაზე მნიშვნელოვანი უპირატესობა არის უწყვეტი, შეუფერხებელი ფოლადის წყარო.
„ეს თავის მხრივ მოგვცემს დიდ უპირატესობას და გაგვხდის კონკურენტუნარიანს არსებულ უკრაინელ მწარმოებლებთან. ეს ეხება როგორც ადგილობრივი არმატურის ბაზარს, ისე უნაკერო მილების საერთაშორისო ბაზრებს“, - განმარტავს მენეჯერი.
აღსანიშნავია, რომ სრული ციკლის მეტალურგიული ქარხანას მადნიდან და ქვანახშირიდან ფოლადის მიღება შეუძლია, რისი შესაძლებლობა 90-იან წლებამდე ჰქონდა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას, თუმცა შემდეგ აღნიშნული მიმართულების აღდგენა ვეღარ მოხერხდა და დღეისათვის, საქართველოში ყველა მეტალურგიული ქარხანა ჯართის ან წიდას გადადნობით ახდენს ფოლადის მიღებას.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss