| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – “თეგეტა მოტორსი” საქართველოში ფილიალების ქსელის გაფართოებას აანონსებს.
კომპანიის კომერციული დირექტორი, დიმიტრი გოზალიშვილი GBC-სთან აცხადებს, რომ 2-3 წლიან პერსპექტივაში მრავალფეროვანი გეგმა აქვთ, მათ შორის ფილიალების ქსელის გაფართოება.
„როდესაც ვსაუბრობთ, რომ აზერბაიჯანში ზრდის დიდ პერსპექტივას ვხედავთ, არ ნიშნავს, რომ აქ არ ხდება ზრდა. 2016 წელი საუკეთესო იყო კომპანიისთვის, ბრუნვა 20%-ით გაიზარდა. შარშან 4 ფილიალი გავხსენით და წელსაც გაფართოებას ვაგრძელებთ. უკვე გაიხსნა ფილიალი ახალქალაქში. გორში გავფართოვდით და მეორე ფილიალი გავხსენით, დაგეგმილია თბილისის იმ უბნებში შესვლა, სადაც არ ვართ წარმოდგენილნი“, - განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა.
ამბობს, რომ მუდმივად მუშაოებენ მომსახურების გაუმჯობესებაზე, რათა მომხმარებელს მისთვის სასურველი სერვისი შესთავაზონ.
შეგახსენებთ, „თეგეტა მოტორსი“ 22 წელია საქართველოს ბაზარზეა, კომპანია მომხმარებელს სრულ ავტო - ტექ მომსახურებას სთავაზობს და არის მსოფლიოში წამყვანი 300-მდე ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორი საქართველოში. 15 თებერვალს კი, მათი პირველი ფილიალი ბაქოში გაიხსნა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss