| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – ინფლაციის მოსალოდნელი ზრდისთვის 2 თვით ადრე ეროვნული ბანკის მზადყოფნაზე და მის მაპროვოცირებელ ფაქტორებზე კობა გვენეტაძემ კიდევ ერთხელ განაცხადა, ამჯერად „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერიდან.
სებ-ის პრეზიდენტმა გაიხსენა, რომ ჯერ კიდევ დეკემბერში განაცხადა აქციზის ზრდით ინფლაციას გაზრდის მოლოდინზე, ასევე კიდევ 2 ფაქტორზე - დოლარის გლობალური გამყარების და ლირას გაუფასურების წნეხის გადმოცემაზე.
მან მონეტარული პოლიტიკის გადაცემის 4-6 კვარტლიან პერიოდზეც გაამახვილა ყურადღება, რითაც ზედმეტი მიწოდების გრძელვადიანი საფრთხის რისკები ახსნა, თუმცა ზომიერი ინფლაციის შესანარჩუნებლად მპკ -ის ოქტომბრის გადაწყვეტილება 6 კვარტლის ჭრილში არ განუხილავს. მაშინ სებ-მა განაკვეთი უცვლელი დატოვა, აღარ შეარბილა, თუმცა ზომიერი ზრდის უზრუნველყოფისთვის ჯობდა თუ არა სხვა გადაწყვეტილება არ დაუკონკრეტებია.
სებ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მარეგულირებელი რეალურ ფაქტორზე რეაგირებს, იმ დროისთვის კი აქციზის მოსალოდნელ ზრდაზე საქმის კურსში არ იყო, თუმცა კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ ეროვნული ბანკი მთავრობასთან მუდმივ კოორდინაციაშია.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss