| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან ის კანონპროექტი განიხილა, რომელთა განხორციელებასაც საქართველო მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით გეგმავს.
მხარეებმა დეპოზიტების დაზღვევის სისტემის სააგენტოს ჩამოყალიბების იდეის შესახებ ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია თუ რა კონსტრუქციით ჩამოყალიბდება სააგენტო.
„ძალიან მნიშვნელოვანია როგორი კონსტრუქციით ჩამოყალიბდება ეს სააგენტო. როგორ დაკომპლექტდება მისი სამეთვალყურეო საბჭო, როგორი იქნება მისი კომპოზიცია და შემადგენლობა. მსჯელობა გვქონდა თუ როგორი იქნება ფონდი, სად განთავსდება და როგორი იქმნება მისი მართვა. რა შემადგენლობით იქნება კომერციულ ბანკებისგან წამოსული ანარიცხები. რა მოცულობის თანხები იქნება დაზღვეული. რა რაოდენობის დეპოზიტარები იქნებიან დაზღვეული. კანონპროექტი ამას ყველაფერს განსაზღვრავს და ჩვენი ამოცანა არის, რომ ეს კანონპროექტი ამ წლის განმავლობაში მივიღოთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ქართული საფინანსო სექტორის მდგრადობისათვის,“-განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ.
შეხვედრაზე საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებული ის სისტემები და სქემები განიხილეს, რომელთა მიხედვითაც კანონპროექტი დამუშავდება. ასევე ისაუბრეს არასაბანკო დაწესებულებების რეგულირების თემაზე. მსგავსი ტიპის დაწესებულებების მიერ თანხების მოზიდვის, მათი რეგულირების თაობაზე მოსაზრებები გამოითქვა.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან ერთად საკრედიტო ბიუროსთან დაკავშირებული კანონპროექტი და დაზღვევის ზედამხედველობის შესახებ კანონპროექტში ცვლილებების შეტანის საკითხიც განიხილა.
„საკმაოდ საინტერესო და დატვირთული შეხვედრა იყო. საუბარი იყო პრაქტიკულ თემებზე. ჯგუფი საკმაოდ მრავალრიცხოვანი იყო და ეს კონკრეტული თემები, სწორედ ის თემებია, რომლებიც ქართული საფინანსო სექტორის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს,“- განაცხადა შეხვედრის დასრულების შესახებ ირაკლი კოვზანაძემ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss