| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - საყოველთაო დაზღვევის ბაზების განახლებას და კერძო და სახელმწიფო დაზღვევის გამიჯვნას GPI Holding-ი უარყოფითად აფასებს.
კომპანიაში აცხადებენ, რომ ცვლილება მოქალაქეებს კერძო დაზღვევის გაუქმების სტიმულს მისცემს, რაც საბიუჯეტო დანახარჯის დაზოგვის ნაცვლად მის ზრდას გამოიწვევს.
GPI Holding-ს მარკეტინგის ხელმძღვანელი თინა სტამბოლიშვილი ამბობს, მოხდება ადამიანების გადადინება კერძო სექტორიდან სახელმწიფოს ხარჯზე დაზღვევაზე და რისი ნიშნებიც უკვე არის- დაზღვევის გაუქმების თაობაზე კომპანიებს უკვე ურეკავენ. ამასთან, როდესაც უკანა რიცხვით ხდება დადგენილების მიღება, ადამიანებს არ დარჩათ დრო თადარიგის დაჭერისთვის და ფაქტის წინაშე აღმოჩნდნენ.
კომპანიის მარკეტინგის ხელმძღვანელის განცხადებითვე, GPI Holding-ს მოუწევს მოქმედი კონტრაქტების გადახედვა, რაც მტკივნეული პროცესია პირველ რიგში დაზღვეულებისთვის და ამასთანავე, სადაზღვევო ბაზრის დინამიკაზე უარყოფითად აისახება, შემცირდება ჯანმრთელობის დაზღვევის ბაზარი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss