ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ვითიბიში გალარების პროგრამის ბენეფიციართა 19% სესხი ლარში გადაიტანა
22 თებერვალი, 2017, 11:10
ვითიბიში გალარების პროგრამის ბენეფიციართა 19% სესხი ლარში გადაიტანა

თბილისი (GBC) - ვითიბის ინფორმაციით, ამ მომენტისთვის ბანკის იმ სესხებიდან, რომლებიც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გალარებას ექვემდებარება, 19 პროცენტია გალარებული.  

პროგრამა 17 იანვარს დაიწყო და უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი, დოლარში აღებული სესხის ლარში გადაყვანას გულისხმობს.

პროგრამის თანახმად, შესაძლებელია მაქსიმუმ 40 000 დოლარის მოცულობის სესხის ლარში გადაყვანა არსებულ კურსს მინუს 20 თეთრის გათვალისწინებით. ამასთან ერთად თუ სესხის მოცულობა აღემატება დაწესებულ ლიმიტს შესაძლებელია მისი ნაწილის, მაქსიმუმ 40 000 დოლარის, გალარება.

აღნიშნული პროგრამით სუბსიდირებას ექვემდებარება  2015 წლის პირველ იანვრამდე ფიზიკური პირების ან ინდმეწარმეების მიერ აშშ დოლარში აღებული და უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები.

გალარების პროგრამა 17 მარტამდე გრძელდება.

დეტალური ინფორმაციისთვის მიმართეთ ბანკის ფილიალებს ან დაუკავშირდით ქოლ ცენტრს ნომერზე 224 24 24.  

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები