| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ფიზიკური პირების მიერ ფასიანი ქაღალდების შეძენის სირთულეებზე მითის დამსხვრევას პირადი მაგალითით ცდილობს.
კობა გვენეტაძემ სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონში მონაწილეობა თავად გატესტა და პროცედურა დაინტერესებულ პირებს სოციალურ ქსელ Facabook-ში გაუზიარა.
"ხშირად მსმენია და სოციალურ ქსელშიც წამიკითხავს, რომ საქართველოში ფიზიკური პირების მიერ ფასიანი ქაღალდების შეძენა თითქმის შეუძლებელია, ვინაიდან არსებული სისტემა მხოლოდ ე.წ. „დიდ მოთამაშეებზეა“ მორგებული და ფიზიკური პირებისთვის კი მოუქნელია და მიუწვდომელია.
ეროვნულმა ბანკმა არაერთხელ უპასუხა ასეთ სკეპტიკოსებს. თუმცა, ვეჭვობ, რომ მათ პოზიცია არ შეუცვლიათ. ამიტომ, გადავწყვიტე პირადი მაგალითით გავფანტო მითები სისტემაში არსებული გადაულახავი სირთულის შესახებ. მაშ ასე:
დღეს, 22 თებერვალს, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონზე თავად შევიძინე 1 ცალი (1 000 ლარის ღირებულების) 5 წლიანი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდი არაკონკურენტული განაცხადის წესით.
პროცესი მარტივია: ბანკმა, სადაც მაქვს ანგარიში, მომაწოდა გენერალური ხელშეკრულება საქართველოს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზარზე საბროკერო მომსახურეობის შესახებ, ფასიანი ქაღალდების შენახვისა და აღრიცხვის მოსახურეობის ხელშეკრულება და განაცხადის ფორმა (ყველა ეს ფორმა ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზეც). აუქციონის დღესვე ელექტრონული ფოსტით მივიღე შეტყობინება ჩემი არაკონკურენტული განაცხადის დაკმაყოფილების შესახებ და შესაბამისი ამონაწერი. მომსახურეობის საკომისიომ შეადგინა 20 ლარი. საკომისიო ჩემს მომსახურე ბანკში შეადგენს გარიგების 0.1 პროცენტს, მაგრამ მინიმალური საკომისიო 20 და მაქსიმუმი კი 100 ლარია. ანუ, 20 ფასიანი ქაღალდის ყიდვის შემთხვევაშიც 20 ლარს გადავიხდიდი. ამ მომსახურეობის გაწევა საქართველოში ბანკების უმრავლესობას შეუძლია. თუკი მომავალში კვლავ გადავწყვეტ ფასიან ქაღალდების შეძენას, ჩემს მომსახურე ბანკში მხოლოდ განაცხადის შევსება და წარდგენა დამჭირდება. სულ ესაა", - წერს კობა გვენეტაძე
აღნიშნავს, რომ წინასწარ პასუხობს ოპონენტს, რომელიც ალბათ იტყვის, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, დიდი ალბათობით, არ შეექმნებოდა პრობლემა ამ პროცესში.
"იმედი მაქვს, რომ ეს არც სხვა მსურველებისათვის იქნება რთული. თუ ცდით და პრობლემები გექნებათ, გთხოვთ, შეატყობინოთ თქვენი გამოცდილების შესახებ ეროვნულს ბანკს (info@nbg.gov.ge ან 2 406 406)", - წერს მთავარი ბანკირი და როგორ შევიძინოთ სახელმწიფო ფასიანი ქაღალდი ეროვნული ბანკის განმარტებით ბარათსაც სთავაზობს მკითხველს https://www.nbg.gov.ge/index.php?m=340&newsid=2915
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss