| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - თიბისიმ უფასო ბიბლიოთეკების ქსელის მოწყობაზე განაცხადა.
ელექტრონული ბიბლიოთეკების მონტაჟი უკვე დაწყებულია. ქართველი მწერლების სახელობის ქუჩებით დაიწყო. 50 მწერლის სახ. ქუჩებზე, მათი ნაწარმოებების ბიბლიოთეკები განთავსდება, შემდეგ 12 პარკში და მეტროსადგურებში.
ორიგინალური სტენდების განთავსება 300-მდე წერტილში იგეგმება. „ქალაქი - ბიბლიოთეკა“ თბილისის ერთგვარი ლიტერატურული გზამკვლევი გახდება, რომელიც დედაქალაქს „ღია ცის ქვეშ ბიბლიოთეკად“ აქცევს.
„ქალაქი - ბიბლიოთეკა“ - ასე ჰქვია სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტს, რომელსაც ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“, თბილისის მერიასთან და პრეზიდენტის ფონდთან ერთად ახორციელებს.
მკითხველი სტენდიდან QR კოდის საშუალებით, „საბას“ ელექტრონული წიგნებს თავის ელექტრონულ მოწყობილობაში უფასოდ ჩატვირთავს, მთავარია მკითხველი აპლიკაცია Saba Reader-ის მომხმარებელი იყოს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss