ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
საქართველოს ბანკის უნივერსიტეტმა  ბიზნესის ადმინისტრირების კურსზე პირველი მიღება გამოაცხადა
  ნინო შუბითიძე    
28 თებერვალი, 2017, 13:06
საქართველოს ბანკის უნივერსიტეტმა  ბიზნესის ადმინისტრირების კურსზე პირველი მიღება გამოაცხადა

თბილისი (GBC)– „საქართველოს ბანკის უნივერსიტეტმა“ ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამაზე (BBA)  განაცხადა, წელს პირველად აცხადებს მიღებას.

BBA წელს 60 სტუდენტს მიიღებს. კურსდამთავრებულს კერძო და საჯარო სექტორში ქვედა და საშუალო დონის მენეჯერული პოზიციების დაკავება  შეეძლება: მარკეტინგის, მენეჯმენტის და ფინანსების მიმართულებით. ასევე შეძლებენ ჩაერთონ სამეწარმეო საქმიანობაში და თავად უხელმძღვანელონ სხვადასხვა ინდუსტრიაში მიკრო და მცირე ბიზნესს.

პროგრამა 4 -წლიანია და სტუდენტებუისთვის  ბევრი ბენეფიტია.  

სწავლის დაფინანსების სქემა: მიღებული ახალგაზრდების  10%  მიიღებს 100%-იან დაფინანსებას,   20% -ს შეეძლება  50%-იანი თანადაფინანსებით ისარგებლოს და ამასთან, ყველა სტუდენტი ისარგებლებს სწავლის საფასურის გადახდის მოქნილი და მათზე მორგებული გრაფიკით.

დაფინანსება განისაზღვრება რეიტინგით, რომელიც  თავდაპირველად ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე დგინდება, ხოლო შემდგომში ყოველი სემესტრის ბოლოს სტუდენტთა აკადემიური მოსწრების  საფუძველზე.

საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამასთან (BBA) დაკავშირებით ეწვიეთ: www.bog.edu.ge

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები