ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
რობერტ სინგლეტერი: გალარების პროგრამა უდაოდ წარმატებულია
ნინო შუბითიძე
6 მარტი, 2017, 13:59
რობერტ სინგლეტერი: გალარების პროგრამა უდაოდ წარმატებულია

თბილისი (GBC) -გასალარებელი სესხების 27 000  ბენეფიციარიდან 3 000-ის არჩევანის მიუხედავად,  პროგრამას  სებ-ის საბჭოს წევრი რობერტ სინგლეტერი პროგრესულად აფასებს.  მიაჩნია, რომ სავალუტო  მსესხებლისთვის არჩევანის საშუალების მიცემა  უკვე წარმატებაა.

პროგრამის მნიშვნელობაზე, სებ-ის სხვა აქტივობებსა  და მთავრობის 10-პუნქტიანი გეგმის პოზიტიური შედეგების მოლოდინზე, სებ-ის საბჭოს წევრმა  TV მაესტროზე („ბიზნესკონტაქტი“)  განაცხადა.

აშშ დოლარის სესხების პოტენციური  გამლარებლების აქტივობას ისიც პროგრამის მიწურულს ელის.   როგორც  იცით,  გალარებაზე განაცხადების მიღების ვადა 17 მარტს იწურება. ამ ეტაპისთვის ვადის გახანგრძლივების შესაძლებლობებზე ჯერ არავინ  აცხადებს. 

65 მლნ-ით სუბსიდირებული ერთჯერადი პროგრამა, მთავრობამ  რამდენიმე თვის წინ, თამბაქოს და საწვავის აქციზის    გაზრდასთან ერთად დაანონსა,  როცა აშშ დოლარის მიმართ ლარის გაცვლითი კურსი $1/2.7₾-ის ფარგლებში იყო და და რამაც უცხოური ვალუტის გამყარება წაახალისა.

 რამდენიმეპუნქიანი გეგმის პრეზენტაციას, რაც  უცხოურ ვალუტაში ზღვრული დაკრედიტების (100 000₾ -მდე)  და  დამატებით,  მიკროსაფინანსო სექტორისთვის   თამასუქებზე შეზღუდვის დაწესებას  ითვალისწინებდა, online დაკრედიტების  აკრძალვაც დაანონსდა და მოგვიანებით ვერსია  დაკორექტირდა.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები