ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
თი-ბოტი - პირველი ქართული ჩატბოტი თიბისი ბანკისგან
ნინო შუბითიძე
6 მარტი, 2017, 17:32
თი-ბოტი - პირველი ქართული ჩატბოტი თიბისი ბანკისგან

თბილისი (GBC) - თიბისიმ, Facebook Messenger - ის  შეთავაზებაზე განაცხადა.

ინოვაციური სიახლე მომსახურების დისტანციურ არხებს კიდევ უფრო ხელმისაწვდომს და თანამედროვეს ხდის. „თი-ბოტის“ პრეზენტაცია  ტექნოპარკში გაიმართა.

„თი-ბოტი“ - ასე ჰქვია  „ჩატბოტს“, რომელიც შეგიძლიათ თქვენი Messenger - ის საძიებო ველში იპოვოთ და გაესაუბროთ. ის მუდამ ხელმისაწვდომია, დღე-ღამის ნებისმიერ დროს, კვირაში 7 დღე, 24 საათი. „თი-ბოტი“ მიგასწავლით თიბისი ბანკის ფილიალებსა და ბანკომატებს  თქვენთვის  მოსახერხებელ  მისამართზე,  ასევე,  გაგაცნობთ ვალუტის კურსს და მოგაწვდით ინფორმაციას  სესხების  შესახებ.  „თი-ბოტი“ ჯერ ახალბედაა, ცოტა რამ იცის საკუთარი თავის შესახებაც, მაგალითად, რა ჰქვია, რას აკეთებს, რამდენი წლის არის, სად მუშაობს, რა ფილმი, წიგნი თუ მუსიკა უყვარს.  ვიზუალურ მხარეს „თი-ბოტი“ ღირსშესანიშნავი თარიღების და აქტუალური მოვლენების მიხედვით შეიცვლის“, -  განაცხადეს ბანკში.

 „თი-ბოტი“ არის პირველი, ქართულ ენაზე მოლაპარაკე „ჩატბოტი“, რომელიც ქართველმა დეველოპერებმა შექმნეს. თიბისი ბანკში მიაჩნიათ, რომ მნიშვნელოვანია მომხმარებელს მშობლიურ ენაზე ჰქონდეს წვდომა თანამედროვე  ტექნოლოგიებთან.  სწორედ ამიტომ „თი-ბოტი“ მხოლოდ ქართულ შრიფტს იყენებს და თქვენც მოგიწოდებთ, რომ წეროთ ქართულად.

სამომავლოდ მისი ფუნქციები გაიზრდება და ის შეძლებს  მომხმარებლის ასისტენტი გახდეს, მაგ: თანხის გადარიცხვის ოპერაცია შეასრულოს.

ე.წ. „ჩატბოტი“ არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ინოვაციური და ექსპერიმენტული პროდუქტია. უდიდესი ბანკები აშშ-სა და ევროპაში სწორედ ახლა ნერგავენ ამგვარ მომსახურებას.  „ჩატბოტებს“  წარმატებით იყებენ ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორიც არის Amazon, KLM, CNN და სხვ.

„თი-ბოტის“ პოვნა მარტივად არის შესაძლებელი  Messenger - ში, როგორც მობილურ აპლიკაციაში, ისე დესკტოპზე,  https://www.facebook.com/TBCTIbot/ .

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები