ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ენმ გზების დეპარტამენტში არსებულ კორუფციულ სქემაზე საუბრობს
14 მარტი, 2017, 12:35
ენმ გზების დეპარტამენტში არსებულ კორუფციულ სქემაზე საუბრობს

თბილისი (GBC) - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გზების დეპარტამენტის უფროს გიორგი სეთურიძეს ხორვატიულ საპროექტო კომპანია  IGH-ის ლობირებაში ადანაშაულებს და კორუფციაში მის ჩართულობაზე ეჭვობს.  

პარტიაში ამბობენ, რომ ხორვატიული სამკაციანი ჯგუფი  სწორედ სეთურიძის ლობირებით შემოვიდა საქართველოში და მათ რამდენიმე ქართულ საპროექტო კომპანიას შესთავაზეს ხელშეკრულების დადება ისეთი სამუშაოების შესრულებაზე, რომლებზეც ტენდერი ჯერ კიდევ  გამოცხადებულიც კი არ იყო.  კითხვაზე, თუ რატომ იყვნენ დარწმუნებული ხორვატები კონკრეტული  ტენდერების გამარჯვებაში, მათი ხელმძღვანელის ნებოშა გრზუნოვის პასუხი იყო რომ მათ „გარკვეული“ და „დალაგებული“ ჰქონდათ ტენდერების საკითხები გზების დეპარტამენტის უფროსთან და რომ ისინი აუცილებლად გაიმარჯვებდნენ.

"გასულ წელს,  აღნიშნულმა კომპანიამ მონაწილეობა მიიღო საზედამხედველო სამუშაოების შესასრულებელ ტენდერში, სადაც უკონკურენტოდ იყო წარმოდგენილი ( მხოლოდ კომპანია IGH-ი მონაწილეობდა), ხოლო  სატენდერო ფასი ამ სამუშაოების შესრულებისათვის მან მიუთითა ზუსტად იმდენი (40მლნ. ლარი), რამდენიც ჰქონდა განსაზღვრული გზების დეპარტამენტს", - აცხადებს პარტიის წარმომადგენელი ოთარ სირაძე, ის განმარტავს, რომ მთლიანი სამშენებლო სამუშაოების ღირებულება, რისი ზედამხედველობაც უნდა განხორციელდეს ამ კომპანიის მიერ , შეადგენს  800 მლნ. ლარს, ხოლო კომპანია IGH-თან გაფორმებულ ხელშეკრულებაში, ზედამხედველობისთის გამოყოფილი თანხა (40 მლნ.ლარი)  შეადგენს ბევრად მეტს ვიდრე სხვა შემთხვევებში და იგი უტოლდება 5%-ს.

"ამის  შემდეგ კომპანია IGH (იგი მხოლოდ ხორვატიაშია ცნობილი), აფორმებს ხელშეკრულებას ერთ-ერთ ქართულ კომპანიასთან, აყავს იგი ამ სამუშაოების ქვეკონტრაქტორად და ფინანსურ ნაწილში ურიგდება საერთო ღირებულების(800მლნ.ლარი) 1,5%-ზე. გაუგებარია თუ რაში იღებს ხორვატული კომპანია დანარჩენ 3,5%-ს , რომელიც 28 მლნ.ლარს შეადგენს. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ამ თანხის უდიდესი ნაწილი არის სწორედ სეთურიძესთან გარიგების ნაწილი და მოითხოვს სასწრაფო რეაგირებას გამოძიების სახით", - აცხადებს სირაძე.

მათი ცნობით,  ხორვატულ კომპანიას ასევე მოგებული აქვს შემდეგი ტენდერები:

1.ლენტეხი-მესტიის გვირაბის საპროექტო სამუშაოებისთის 4,7 მლნ.ლარის ღირებულებით.

2.სნო-შატილი-ახმეტა შემოვლითი გზის პროექტირება 5,9 მლნ.ლარის ღირებულებით.

3.ქუთაისი-აბასთუმნის მონაკვეთის პროექტირება 4 მლნ.ლარის ღირებულების.

4.ზემო იმერეთი-რაჭის გზის პროექტირება 3,7 მლნ.ლარის ჭირებულების.

ჯამში 59 მლნ.ლარი.

პარტიაში მიიჩნევენ, რომ გზების დეპარტამენტში სატენდერო კომისიას, თავისი მეთოდოლოგიით შეუძლია ნებისმიერი მისთვის სასურველი კომპანიის გამარჯვებულად გამოყვანა, თუნდაც ის არაკვალიფიციური იყოს და სამომავლოდ ამ ფაქტების წარდგენაც დააანონსეს. 

ამავე დროს ენმ  პროკურატურისა და აუდიტის სამსახურისგან კატეგორიულად ითხოვს " შეისწავლონ აღნიშნული ფაქტები, ოპერატიულად გამოიძიონ და აღკვეთონ საბიუჯეტო თანხების დატაცება". 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები