| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საცხოვრებელი კომპლექსი დირსი და კომპანია ას ჯორჯია საქართველოს აზერბაიჯანელ მოსახლეობას ნოვრუზ-ბაირამის დღესასწაულს ულოცავს.
ნოვრუზ-ბაირამის დღესასწაული 21 მარტს აღინიშნება და გაზაფხულის ბუნიობას ანუ დღე-ღამ ტოლობას უკავშირდება. ის აღმოსავლეთის მუსულმანი ერებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ტრადიციული დღესასწაულია და ახალი ცხოვრების, ახალი წლის დაწყების სიმბოლოს წარმოადგენს.
დღესასწაულთან დაკავშირებით, ქ. მარნეულში, გაიმართება მასშტაბური ორდღიანი ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობას, ადგილობრივთან ერთად, ცნობილი აზერბაიჯანელი სახეები მიიღებენ. საცხოვრებელი კომპლექსი დირსი აღნიშნული ღონისძიების მხარდამჭერია.
21 მარტს, სამშაბათს, 1200 -1800 საათზე, გაიმართება ღია ღონისძიება ქალაქის ტერიტორიაზე და მოსახლეობას საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და მთავრობის სხვა წარმომადგენლები მიულოცავენ.
22 მარტს, ოთხშაბათს, 1430 - 1800 საათზე, დაგეგმილია დახურული კონცერტი, რომელიც მარნეულის კულტურის სახლში გაიმართება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss