ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ბავშვთა დანაშაულის პრევენციისთვის ახალი პროექტი დაიწყო
20 მარტი, 2017, 14:07
ბავშვთა დანაშაულის პრევენციისთვის ახალი პროექტი დაიწყო

თბილისი (GBC) - საქართველო-საფრანგეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის დახმარებით, დანაშაულის პრევენციის ცენტრმა და „ანტრე 2008“-მ  ბავშვთა დასახმარებლად ერთობლივი პროექტი დაიწყო.

პროექტის მიზანია დანაშაულის პრევენციის ცენტრის ბაზაზე არსებული მედიაციის სახლის ბენეფიციარების, მათ შორის, არასრულწლოვანი გოგონებისა და ქუჩაში მცხოვრები ან/და მომუშავე ბავშვების საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფა.

შპს „ანტრემ“ მედიაციის სახლში პირველი პროდუქცია უკვე მიიტანა და მრავალფეროვანი ასორტიმენტით 40 ბენეფიციარს გაუმასპინძლდა.  შიდა სტანდარტის მიხედვით, კომპანიას ყოველდღიურად აქვს რესურსი, რომ თავისი მაღალი ხარისხის მზა პროდუქცია, გარკვეული პირობების დაცვით, მედიაციის სახლის ბენეფიციარებს მიაწოდოს.

 „ანტრე 2008“ მედიაციის სახლში, არასრულწლოვან ბენეფიციარებს ყოველკვირეულად უმასპინძლებს.

თბილისში, ნაძალადევის რაიონში, მედიაციის სახლში 2014 წელს დაფუძნდა „დანაშაულის მეორე დონის პრევენციის სამმართველო“, რომლის ფუნქციად რისკის ქვეშ მყოფი, მათ შორის, ქუჩაში მცხოვრები ან/და მომუშავე ბავშვებისთვის სპეციალური პროგრამებისა და პროექტების შემუშავება განისაზღვრა.

შარშან მედიაციის სახლი 415 არასრულწლოვანს (225 გოგონა, 190 ვაჟი) მოემსახურა, რომელთაგან 89 მიუსაფარი ბავშვი იყო; ასევე, სერვისი მიიღო 28 მშობელმა და განათლების სისტემაში დასაქმებულმა ბავშვებთან მომუშავე 282-მა პროფესიონალმა.

მედიაციის სახლში არასრულწლოვნებს თავისუფალი დროის ნაყოფიერად და საინტერესოდ გატარების შესაძლებლობა აქვთ. განსაკუთრებული ყურადღება განათლების სისტემის მიღმა დარჩენილ არასრულწლოვნებს, ყოფილ პატიმრებსა და პატიმართა ოჯახის წევრებს, ზრუნვის სისტემიდან გასულ პირებს, 18 წლამდე მოზარდებს ეთმობა. ცენტრი არასრულწლოვნებში დანაშაულის პრევენციაზე მუშაობს.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები