| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საავტომობილო გზებზე, მოვლა-შენახვის სამუშაოების შესასრულებად კომპანიებმა მატერიალურ-ტექნიკური ბაზა განაახლეს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ამის შესაძლებლობა კომპანიებს გრძელვადიანმა ტენდერმა მისცა.
"ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებს ხელშეკრულება 3 წლის ვადით გაუფორმდათ. ამ სახის ხელშეკრულებებმა კომპანიებს გაუჩინა სტაბილური ფინანსური შემოსავალი და ხელი შეუწყო მათი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლებასა და ზრდას", - აღნიშნავენ უწყებაში.
კონტრაქტორმა კომპანიებმა უკვე შეიძინეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, უახლესი 21 ერთეული გერმანული და ავსტრიული ტექნიკა. განახლებული ტექნიკა გზის წმენდისას არ აზიანებს საფარს, სამუშაოები ხორციელდება გაცილებით სწრაფად და ხარისხიანად.
მოვლა-შენახვის სამუშაოების შესასრულებად, ხელშეკრულება 3 წლის ვადით, 22 კომპანიასთან გაფორმდა, მათი საერთო ღირებულება 200 მილიონ ლარამდეა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss