| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკმა საბანკო ტერმინთა ელექტრონული ლექსიკონი შექმნა - www.terminebi.ge
„საქართველოს ბანკის მხრიდან აღნიშნული ინიციატივა არის იმ პასუხისმგებლობის ნაწილი, რომელიც ქვეყნის წამყვან ბანკს მომხმარებლების და საზოგადოების წინაშე აქვს. მომხმარებელს ხშირად უწევს საბანკო კონტრაქტების თუ პროდუქტების შესახებ ინფორმაციის მიღება, სადაც სწორედ საბანკო ტერმინები ხვდება. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ შეგვექმნა საბანკო ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი, რომელიც შესაძლოა ბანკთან ურთიერთობისას დასჭირდეს მომხმარებელს, როგორც ხელშეკრულებების კითხვის, ასევე საბანკო პროდუქტების არჩევის და გადაწყვეტილების მიღებისას. ამასთან, ელექტრონული ლექსიკონი ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის, რათა ხელი შევუწყოთ ფინანსური განათლების გავრცელებას ქვეყანაში“ - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა კახა კიკნაველიძემ.
პრეზენტაციას ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი დაესწრნენ.
1 000- სიტყვიანი ლექსიკონი ბანკმა ბეჭდური სახითაც გამოსცა, რომელიც საქართველოს ბანკის სერვისცენტრებში განთავსდება და საჩუქრად გადაეცემა საჯარო ბიბლიოთეკებს და უნივერსიტეტებს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss