| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - გიორგი ქადაგიძემ პროფესიული სწავლების ცენტრი Edushare დააარსა.
"ბიზნესკონტრაქტის" ცნობით, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი მის მიერ დაარსებული სალექციო კურსის მონაწილეებს პირველად “მაკროეკონომიკა აღმასრულებლებისთვის” ორშაბათიდან წაუკითხავს.
“ედუშეარის” მთავარი მიზანია მაღალი ხარისხის პროფესიული პროგრამების მიწოდება აღმასრულებელი ლიდერებისა და პროფესიონალებისთვის. კომპანიის დამფუძნებელთა განცხადებით, ეს იქნება რეგიონის ჰაბი, Edushare-ის რესურსების, ცოდნის და სხვადასხვა ინდუსტრიასა თუ აკადემიურ სფეროში ჩართულ პროფესიონალთა ქსელის კონცენტრაციის სივრცე.
კურსებია: კორპორატიული საკრედიტო რისკი ; უძრავი ქონების შეფასება;
თვითმენეჯმენტი და პიროვნული განვითარება; ფულის გათეთრების საწინააღმდეგო პოლიტიკა; მონაცემების ანალიზი და ვიზუალიზაცია ექსელში;
კურსები მორგებულია ორგანიზაციის კონკრეტულ საჭიროებებზე. ამას გარდა, კურსების მიმართულება შეესაბამება ადგილობრივ და გლობალურ ეკონომიკურ, სარეგულაციო, ბიზნეს და ტექნოლოგიური განვითარების კონტექსტს, რათა ისინი თანხვედრაში იყოს კონკრეტულ უნარებსა და ექსპერტიზაზე თანამედროვე და სამომავლო მოთხოვნებთან.
კონტაქტი: Contact@eduashare.ge
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss