ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
USAID-ის პროექტი Zrda პანკისის ხეობაში მცირე გრანტების პროგრამას იწყებს    
22 მარტი, 2017, 14:52
USAID-ის პროექტი Zrda პანკისის ხეობაში მცირე გრანტების პროგრამას იწყებს     

თბილისი (GBC) – USAID-ის პროექტი Zrda პანკისის ხეობაში მცირე გრანტების პროგრამას იწყებს.

პროგრამას ადგილობრივ თემებს, USAID-ის მისიის დირექტორის მოადგილე,  თომას მორისი და ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელი,  სოფელ დუისის კულტურის სახლში ხვალ, 23 მარტს წარუდგენენ.

ვიზიტის დროს სტუმრები ეწვევიან ფერმერებს, საოჯახო სასტუმროების მფლობელებსა და სოფლის მოსახლეობას, რომლებსაც პროექტი Zrda დახმარებას უწევს სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის განვითარებაზე ორიენტირებული საქმიანობების განხორციელების გზით.

მცირე გრანტების პროგრამა დაეხმარება პანკისში მოქმედ ოცდაათ მცირე ბიზნესს, ხოლო ათი მათგანის დახმარება განხორციელდება 2017 წელს.

მცირე გრანტების პროგრამა წარმოადგენს იმ პროგრამების გაგრძელებას, რომლებსაც პროექტი Zrda უკვე ახორციელებს პანკისის თემებში და იგი ხელს შეუწყობს პროექტის საქმიანობების დივერსიფიცირებას.  

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები