| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – ფარულ მოსმენებზე პრეზიდენტის ვეტო უმრავლესობასთან ერთად უმცირესობასაც ალოგიკურად ეჩვენება.
ვეტოს მხარს უჭერენ, თუმცა შენიშვნები აქვთ უმცირესობაშიც. მარგველაშვილის პირველი მოთხოვნა, ფარული მოსმენების სასამართლოზე დაქვემდებარებაზე, მე-3 კი პრემიერზე, ირმა ნადირაშვილს პოლიტიკურ კეკლუცობად ეჩვენება, ეკა ბესელია კი ხელისუფლების მიმართ უნდობლობად აფასებს.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ მარგველაშვილის 16 შენიშვნა წარმოადგინა, რაც მიმყურადებელ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს დამოუკიდებლობას ეჭქვეშ აყენებს.
ამასთან, დაიცვა ეკონომიკური სუბიექტების ინტერესები, რომელთა ინფრასტრუქტურის გამოყენება ზრდის არაპროგნოზირებადი ხარჯების რისკს, რაც თავის მხრივ კერძო სექტორს აზარალებს.
არასამართლიანი ანაზღაურების სქემის შექმნაც, ფარული მიყურადების საკანონმდებლო პაკეტის მიმართ პრეზიდენტი ერთ-ერთი მოტივირებული შენიშვნაა. მას მიაჩნია, რომ სახელმწიფოს უსაფრთხოების დაცვა პრიორიტეტია, თუმცა სამართლიანი ანაზღაურების უზრუნველყოფით.
უკვე ცნობილია, რომ უმრავლესობა ვეტოს დაძლევს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss