| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ინოვაციების სააგენტო ახალ პროექტს Startup Beats-ს იწყებს, რომლის მიზანია საქართველოში არსებულ სტარტაპებს შორის კომუნიკაციის დამყარება და გამოცდილების გაზიარება.
პირველი შეხვედრა, 23 მარტს 19 საათზე ტექნოპარკში გაიმართება.
პროექტს გახსნიან პროგრამა „სტარტაპ საქართველოს“ გამარჯვებული კომპანიების დამფუძნებლები: ბაჩო ხაჩიძე, კომპანია “Treepex“-ის დამფუძნებელი და შოთა გიორგობიანი, კომპანია “OptioAI”-ის დამფუძნებელი.
აღნიშნულმა სტარტაპებმა, ასევე გამარჯვება მოიპოვეს საერთაშორისო კონკურსებზე: Mobile World Congress (ესპანეთი) და The Fincluders Startup Challenge (გერმანია).
შეხვედრაზე სპიკერები ისაუბრებენ, როგორც კონკურსებში მიღებულ გამოცდილებაზე, ისე სტარტაპის შექმნისა და განვითარების საკითხებზე.
"Treepex - ხის დარგვის ინოვაციური გადაწყვეტილებაა. ახალი ტექნოლოგიების საშუალებით ვაკავშირებთ კომპანიებს და ინდივიდუალურ მომხმარებლებს, იმ ადგილობრივ მოსახლეობასთან, რომლებიც დაზიანებული ტყის მასივის მიმდებარედ ცხოვრობენ - მთელი მსოფლიოს მაშტაბით", - აღნიშნავს ბაჩო ხაჩიძე.
" OptioAI არის განსხვავებული ციფრული მობილური საფულე პირადი ფინანსების დაგეგმვისა და მართვისათვის, რომელიც ხელოვნური ინტელექტისა და ე.წ. “ჩათბოტების” საფუძველზე ასრულებს პირადი ასისტენტის როლს და ბუნებრივი ინტერაქციის წყალობით ამარტივებს ფინანსების მართვის პროცესს", - ამბობს შოთა გიორგობიანი .
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss