| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC)- "მეიდან ჯგუფის" დამფუძნებელი ლუდის ბიზნესში შევიდა .
ზაზა ნიშნიანიძე “კასტელის” ახალი მფლობელის სს არგოს 50%-იანი წილის მფლობელია. ბოლო მონაცემებით, ამავე კომპანიაში ვასილ სულხანიშვილს 35%, თემურ ჭყონიას „კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ კი, 15% ეკუთვნის.
როგორც GBC-სთვის გახდა ცნობილი „არგოს“ "კასტელ ჯორჯიას" აქტივების გამოსყიდვის, ბიზნესის გაფართოების და საბრუნავი საშუალებების გაზრდისთვის 8,5 მლნ დოლარი დასჭირდება.
„არგოში“ მინორიტარად დარჩენილი თემურ ჭყონია ორი საერთაშორისო ბრენდის შემოყვანასაც აანონსებს, რომლებიც „ჰერცოგსა“ და „არგოსთან“ ერთად ბაზარზე მათი პოზიციის გაზრდას და კონკურენტული უპირატესობის მოპოვებას უზრუნველყოფს.
შეგახსენებთ, ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების კომპანია „კასტელ საქართველო” ბაზარზე 1998 წლიდანაა. ფრანგმა მწარმოებელმა, პიერ კასტელმა ლუდის ქარხნის გახსნისთვის 37 მილიონი დოლარი დააბანდა.
ამ დროისთვის კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებას ლუდისა და რამდენიმე სახეობის ლიმონათის წარმოება წარმოადგენს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss