| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - გალარების ერთჯერადი პროგრამით დაახლოებით 80 მლნ აშშ დოლარამდე (78 659 017 აშშ დოლარი) 5 617 საბანკო სესხი გალარდა.
ეროვნული ბანკის ცნობით, პროგრამის შედეგად დაკონვერტირდა გალარებას დაქვემდებარებული სესხების მთლიანი რაოდენობის 25 პროცენტი.
„გალარების პროგრამის მთავარი მიზანი მომხმარებლისათვის აშშ დოლარით დენომინირებული სესხის მომსახურების ტვირთის შემსუბუქება იყო, რომელიც ზრდაც აშშ დოლარის გამყარებამ განაპირობა. ლარით დენომინირებული სესხი უზრუნველყოფს სესხის მომსახურების ხარჯების სტაბილურობასა და პროგნოზირებადობას.
პირდაპირი სარგებლის გარდა, გალარების პროგრამა მნიშვნელოვანი იყო ფინანსური განათლების კუთხითაც, ვინაიდან მომხმარებლებს მიეცათ საშუალება, მეტი ინფორმაცია მიეღოთ ლარითა და უცხოური ვალუტით დენომინირებულ სასესხო პროდუქტებს შორის განსხვავებაზე, აგრეთვე კონვერტაციის ხარჯებსა და სავალუტო რისკებზე. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, უმჯობესია სესხი ლარით ავიღოთ, ვიდრე უცხოური ვალუტით“, - აცხადებს ქვეყნის მთავარი ბანკი.
სებ-ის ცნობით, სესხები გალარება კვალავაც შესაძლებელია, მაგრამ უკვე სახელმწიფო სუბსიდიის გარეშე. გალარების შემთხვევაში გაუქმებული იქნება სესხის წინასწარ გადახდის 2-პროცენტიანი საკომისიო.
ამასთან, ეროვნული ბანკი ვებგვერდზე უმოკლეს ხანში განაახლებს სპეციალურ კალკულატორს, რომელიც საშუალებას მისცემს დაინტერესებულ მომხმარებელს გააანალიზოს სესხის გალარების დადებითი მხარეები.
შეგახსენებთ, პროგრამა 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. სესხის კონვერტირება არსებული გაცვლით კურსს - 20 პუნქტით ხდებოდა. პროგრამის ფარგლებში მსესხებელი გათავისუფლებული იყო წინასწარ დაფარვის საკომისიოსა და ქონების რეგისტრაციის მოსაკრებლისგან.
TOP - 8
|
1 |
ვითიბი ბანკი |
|
2 |
რესპუბლიკა |
|
3 |
თიბისი ბანკი |
|
4 |
ბანკი ქართუ |
|
5 |
საქართველოს ბანკი |
|
6 |
ფინკა ბანკი |
|
7 |
პროკრედიტ ბანკი |
|
8 |
ბაზისბანკი |
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss