ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საქართველოს რკინიგზამ გადამუშავებისთვის ელექტრონული ნარჩენების შეგროვება დაიწყო
24 მარტი, 2017, 21:23
საქართველოს რკინიგზამ გადამუშავებისთვის ელექტრონული ნარჩენების შეგროვება დაიწყო

თბილისი (GBC) -  საქართველოს რკინიგზამ“ ე.წ "ელექტრონული ნარჩენების" შეგროვება დაიწყო.

ამ მიზნით, კომპანიის ადმინისტრაციულ შენობაში სპეციალური ყუთები დაიდგა.

რკინიგზა პირველი კომპანიაა საქართველოში რომელიც ორგანიზაცია Enviroserve -ის  მიერ მოწყობილ აქციაში - „ერთად ვებრძოლოთ ელექტრონულ ნარჩენებს!“ ჩაერთო.

Enviroserve არის საერთაშორისო კომპანია, რომელიც სპეციალიზირდება ელექტრონული მოწყობილობების გადამუშავების კუთხით. კომპანიის სათაო ოფისი და გადამამუშავებელი ქარხანა მდებარეობს დუბაიში.

აღსანიშნავია, რომ E-Waste ანუ „ელექტრონული ნარჩენებს“ განეკუთვნებიან ისეთი სახის ნარჩენები, რომლებიც შეიძლება გადაიყაროს, მაგალითად, ძველი მობილური ტელეფონები, ელექტრო საოფისე მოწყობილობა, კომპიუტერები და ელექტროობასთან დაკავშირებული დეტალები, როგორიცაა: საპარსები, კბილის ელექტროჯაგრისები, მელნის კარტრიჯები და ა.შ.
ელექტრონული ნარჩენები საშიშია, ვინაიდან შეიცავს ისეთ ტოქსიკურ ნივთიერებებს, როგორიცაა: ვერცხლის წყალი, ტყვია, ბერილიუმი და კადმიუმი, რომლებიც კანცეროგენულობით ხასიათდებიან და იწვევს თავის ტვინისა და თირკმლის დაზიანებას (განსაკუთრებით ბავშვებში).
GreenPeace ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ელექტრონული ნარჩენები წარმოადგენს მუნიციპალური მყარი ნარჩენების 5%.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები