| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - შავი ზღვის აუზის ქვეყნებში საქართველო ერთადერთია, სადაც საკონტეინერო გადაზიდვები შემცირდა.
„პორტნიუსის“ ინფორმაციით, 2016 წელს საქართველოს, რუსეთის, უკრაინის, ბულგარეთისა და რუმინეთის პორტებში 2 460 028 TEUs კონტეინერი გადამუშავდა, მათ შორის 1 785 618 TEUs დატვირთული იყო. წლიურმა ზრდამ რეგიონში 9.62% შეადგინა.
საქართველოში საკონტეინერო გადაზიდვები 12% შემცირდა, უკრაინაში 30,66% გაიზარდა, რუმინეთში ზრდამ 4.71% შეადგინა, რუსეთში 7,52%, ხოლო ბულგარეთში 4.65%.
დატვირთული კონტეინერების საერთო მოცულობაში 51.37% იმპორტზე მოდიოდა, 48.63% ექსპორტზე. ყველაზე დიდი, რეკორდული ზრდა საექსპორტო ტვირთებში უკრაინასა და რუსეთში დაფიქსირდა, 29.6% და 24.01%.
გადამუშავებული კონტეინერების 29.87% უკრაინაზე მოდიოდა, 24.99% რუმინეთზე, 24.92% რუსეთზე, 10,9% საქართველოზე და 9.29% ბულგარეთზე.
რაც შეეხება პორტების რეიტინგს, პირველ ადგილზე დარჩა კონსტანცა, მესამედან მეორეზე დაწინაურდა ოდესის ნავსადგური, მესამეზე გადაინაცვლა ფოთმა (APM Terminals), მეოთხე და მეხუთე ადგილებზე რუსული ნავსადგურებია.
საკონტეინერო ხაზებში ლიდერები არიან: Maersk Line, MSC, CMA CGM, ARKAS და ZIM.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss