ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
კვირიკაშვილმა სუამის წევრებს თანამშრომლობის გაძლიერებაზე მოუწოდა
27 მარტი, 2017, 12:42
კვირიკაშვილმა სუამის წევრებს თანამშრომლობის გაძლიერებაზე მოუწოდა

თბილისი (GBC) - ჩვენ მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ უფრო გავაძლიეროთ არა მარტო სუამი, არამედ ჩვენი ქვეყნებიც“, - ასეთია პრემიერი კვირიკაშვილის გზავნილი, რომელმაც სუამის წევრებს თანმიმდევრულ და კოორდინირებულ თანამშრომლობაზეც მოუწოდა.

სუამის წევრ სახელმწიფოთა მთავრობების მეთაურთა სხდომაზე გამოსვლისას  გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ „ორგანიზაციას, როგორც არასდროს, სჭირდება მისი წევრების პოლიტიკური კონსოლიდაციის გამყარება“.

„ტერიტორიული მთლიანობა წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ პრობლემას და ერთობლივ გამოწვევას სუამ-ის წევრი ქვეყნებისთვის. გადაუჭრელი კონფლიქტები სუამ-ის რეგიონში კვლავ აბრკოლებს ჩვენს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას. ამასთან დაკავშირებით, სუამ-ის ხმა უნდა ჟღერდეს რაც შეიძლება ხმამაღლა. ყველა ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია, უფრო აქტიურად გამოვიყენოთ სუამ-ის პოტენციალი ფართო საერთაშორისო მხარდაჭერისა და ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის ფაქტებთან დაკავშირებით ადექვატური რეაქციის მიღწევის მიზნით", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერის თქმით, საქართველო, როგორც თავმჯდომარე ქვეყანა, მიიჩნევს, რომ დარგობრივი თანამშრომლობის წარმატებული განვითარება პოლიტიკური ურთიერთქმედების განმტკიცებასა და წევრი ქვეყნების ერთობლივი და ინდივიდუალური ეკონომიკური ინტერესების მიღწევას შეუწყობს ხელს.

აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მიესალმება დოკუმენტების ხელმოწერას, რომლებიც სუამ-ის თავისუფალი ვაჭრობის ზონის ფუნქციონირების სრულყოფასა და სუამ-ის სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას ისახავს მიზნად.

„ჩვენი ქვეყნების გეოგრაფიული მდებარეობა საშუალებას გვაძლევს გავაძლიეროთ და გავზარდოთ სუამ-ის სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობა. ამასთან დაკავშირებით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დავუთმოთ ერთობლივი ძალისხმევის აქტივიზაციას სუამ-ის სატრანსპორტო დერეფნის განვითარების კონცეფციის იმპლემენტაციისათვის. დარწმუნებული ვარ, ამ მიზნის მიღწევა პოზიტიურად აისახება ჩვენი ეკონომიკების განვითარებასა და შემდგომ რეფორმირებაზე და მოიტანს ხელშესახებ შედეგებს როგორც ჩვენი მეწარმეებისათვის, ისე მთლიანად საზოგადოებისათვის", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები