| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - კინოინდუსტრიის წახალისების პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ერთი ფილმის გადაღება მიმდინარეობს.
საქართველო, როგორც კინოგადაღების მოედანი უფრო და უფრო დატვირთული ხდება და უცხოელი პროდიუსერების დაინტერესებაც შესამჩნევად მატულობს.
ამჟამად საქართველო ინდოელ რეჟისორებსა და მსახიობებს მასპინძლობს, რომლებიც რომანტიკულ კომედიაზე მუშაობენ სახელწოდებით „ჰინდი მედიუმი“ (Hindi Medium).
აღსანიშნავია, რომ ფილმში მონაწილეობენ ცნობილი მსახიობები, მათ შორის, საერთაშორისოდ აღიარებული პაკისტანელი მსახიობი საბა ქამარი და ბოლივუდის წამყვანი მსახიობი ირფან ხანი, რომელიც თამაშობდა ისეთ ფილმებში, როგორებიცაა: ოსკარის მფლობელი „მილიონერი ღარიბთა უბნიდან“, კანის საერთაშორისო კინოფესტივალის მიერ აღიარებული მელოდრამა „ლანჩის ყუთი“, მძაფრსიუჟეტიანი სათავგადასავლო ფილმი „წარმოუდგენელი ადამიანი-ობობა,“ 2016 წლის ბლოკბასტერი ტრილერი „ინფერნო“, სადაც მან ცნობილ ამერიკელ მსახიობ ტომ ჰენქსთან ერთად იმუშავა.
მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ცნობით, ფილმის დიდი ნაწილი ინდოეთშია გადაღებული, თუმცა ინდოელმა რეჟისორებმა შარადა კარკიმ (Sharada Karki) და დინეშ ვიჯანმა (Dinesh Vijan) სწორედ თბილისის სხვადასხვა ლოკაცია შეარჩიეს ფილმში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ცეკვის სცენის გადასაღებად, რომლისთვისაც საერთაშორისოდ აღიარებული ინდოელი ქორეოგრაფი აჰმედ ხანი (Ahmed Khan) მოიწვეს.
ინდური რომანტიკული კომედიის გადაღებები სამი დღის განმავლობაში, 26, 27 და 28 მარტს თბილისის ქუჩებში გაიმართება. კერძოდ კი დღეს 27 მარტს, 16:00 სთ-ზე, აბანოთუბნის ტერიტორიაზე, ჟურნალისტებს შესაძლებლობა მიეცემათ დაესწრონ ფილმის გადაღებებს და გაესაუბრონ, როგორც ფილმის რეჟისორებს, ასევე ქართული საპროდიუსერო კომპანიის წარმომადგენლებსა და უცხოელ მსახიობებს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss