| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ფრანგული კომპანიები საქართველოს ბიზნესგარემოს ეცნობიან.
თბილისში ვიზიტით საფრანგეთის უმსხვილესი ბიზნეს-გაერთიანების, MEDEF-ის დელეგაცია იმყოფება, რომლის შემადგენლობაში არიან ისეთი მსხვილი ფრანგული კორპორაციების ხელმძღვანელი პირები, როგორიცაა „ეარბასი“, „ალსტრომი“, „სოსიეტე ჟენერალი“, „პომა“, „ობერტიური“, „ივეკო ბასი“, „ბიურო ვერიტასი“ და სხვ.
MEDEF-ის დელეგაციის წევრებს საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები პირველმა ვიცე-პრემიერმა გააცნო, მათთვის ვრცელი პრეზენტაცია გამართა და მთავრობის 4-პუნქტიანი სტრატეგიაც წარუდგინა, საუბარი შეეხო ცვლილებებს საგადასახადო კანონმდებლობაში, საინვესტიციო შესაძლებლობებს, სტრუქტურულ და მმართველობით რეფორმებს, რომლებიც ქვეყანაში მდგრად ეკონომიკურ ზრდას უზრუნველყოფს.
MEDEF-ის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში ორ დღეს გასტანს. ამ პერიოდის განმავლობაში ფრანგული ბიზნეს-გაერთიანების წევრები შეხვედრებს გამართავენ საქართველოს საჯარო და კერძო სექტორების წარმომადგენლებთან.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss