| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – უვიზო რეჟიმის ვიზამ ყველა პროცედურა წარმატებით გაიარა და 28 მარტიდან სრულფასოვნად ამოქმედდება.
საქართველოს მოქალაქეები 28 ქვეყანაში ბიომეტრიული პასპორტით მოგზაურობას მშვიდად შეძლებენ, დასვენებული, საელჩოებთან გრძელ რიგში გადაღლის გარეშე.
ახალ სტატუსს საქართველოში რამდენიმე თვეა უკვე ერთმანეთს ულოცავენ, ევროკომისრის მოლოცვის და მიწვევის შემდეგ, უფრო თავდაჯერებულები გავხდით.
დიმიტრის ავრამოპულოსი ერთი თვის წინ ჩამოვიდა, მოგვილოცა, ჟურნალისტები ევროპაში მიგვიპატიჟა, აღნიშნა, რომ საქართველო შესანიშნავი მაგალითია პროგრესის - ქვეყანამ 2012 წელს დაწყებული პროცედურა უშეცდომოდ, წარმატებით დაასრულა.
უვიზო მიმოსვლით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეებიც ისარგებებლებენ. ყველა იმედოვნებს, რომ ევროკავშირის ერთიანი ოჯახი დამატებითი ბიძგია დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და ინსტიტუციონალური რეფორმების.
ისტორიულ ფაქტს თბილისში გალა-კონცერტით იზეიმებენ, რომელიც ევროპის მოედანზე რამდენიმე წუთში დაიწყება.
ერთ-ერთი პირველი უვიზო ვიზიტორები- პრემიერ-მინისტრი, სტუდენტები, მეცნიერები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან უძველესი ცივილიზაციის დედაქალაქში - ათენში გაემგზავრებიან და შემდეგ პრემიერი გეზს ბრიუსელისკენ აიღებს, მას ევროპის პოლიტიკურ ცენტრში ელიან.
დღეს "ტელეიმედმა" ისიც გაარკვია, რომ პირველი „უვიზო“ პირდაპირი რეისი თბილისიდან, 04:55 საათზე, ვარშავის მიმართულებით შესრულდება. ერთ-ერთ პირველ „უვიზო“ რეისზე ყველა ბილეთი გაყიდულია. Wizzair-ის საიტზე ქუთაისიდან ბუდაპეშტის მიმართულებით ავიაბილეთები დილიდან აღარ იყიდებოდა. ფრენა 28 მარტს, 05:45 საათზე შესრულდება.
ბოლო დარიგება, მოწოდება და რჩევები მოქალაქეებს შინაგან საქმეთა მინისტრმა მისცა და ყველას შეახსენა, რომ გზა ევროპისკენ კანონის პატივისცემაზე გადის. მანვე შენგენის ზონაში მიმავალ ყველა მგზავრის მესაზღვრეებთან გასაუბრებაც დაანონსა, დარღვევების და გართულებების თავიდან ასაცილებად.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss