ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ქართული ანიმაცია ჯიბის კაცი ნიუ-იორკის  საბავშვო კინოფესტივალის TOP-12 -ში მოხვდა
ნინო შუბითიძე  
28 მარტი, 2017, 11:21
ქართული ანიმაცია ჯიბის კაცი ნიუ-იორკის  საბავშვო კინოფესტივალის TOP-12 -ში მოხვდა

თბილისი (GBC) - „ჯიბის კაცი“ - ნიუ-იორკის საერთაშორისო საბავშვო კინოფესტივალის საუკეთესო TOP-12 -ში მოხვდა.

ანა ჩუბინიძის  ილუსტრირებული ანიმაციური ფილმი ფესტივალის ჟიურიმ და მაყურებელმა შეაფასა.

New-York International Children's Film Festival -ზე 2500 განაცხადიდან მხოლოდ 100-მა მოიპოვა მონაწილეობის უფლება და ანა ფინალისტებს შორის პირველია საქართველოდან. ფილმი აშშ-ში მსოფლიო პრემიერაზე  (15/03/17) თიბისი სტატუსის საქველმოქმედო პლატფორმით  statusdonates.ge -ს  წარდგა.

„ჯიბის კაცს“  საფრანგეთის ტელეკომპანია  Canal +  აჩვენებს. ანას ნამუშევარმა დამატებით,  მონრეალის საერთაშორისო საბავშვო კინოფესტივალზე საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმის წოდებაც მოიპოვა და შესაბამისად მომავალში 16-მდე  სხვადასხვა კინოფესტივალში მონაწილეობის საშუალებც.

statusdonates.ge კიდევ ერთი ახალგაზრდის   საკონკურსო  ვიზიტს დააფინანსებს. 10 წლის ვირტუოზი პიანისტი გოგონა ახალქალაქიდან, რომელსაც განსაკუთრებული საფორტეპიანო მონაცემები აქვს, ცნობილმა პედაგოგმა და მეთოდოლოგმა მიშელ სონიმ პარიზში მიიწვია.

ანაჰიტმა ნოტები კარგად არ იცის, თუმცა საყვარელ კლასიკურ ნაწარმოებებს თუ ჯაზ კომპოზიციებს სმენით  ასრულებს.  ელისო ბოლქვაძის შეფასებით, გოგონას იშვიათი მუსიკალური ნიჭი აქვს.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები